ერევანი - ბათუმი - ერევნის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება

დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FLYONE Armenia ერევანსა და ბათუმს შორის ოპერირების სიხშირეს ზრდის.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ინფორმაციით, ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია 16 ივლისიდან არსებულ 3 სიხშირეს დაამატებს 3 სიხშირეს. შედეგად, ერევანი - ბათუმი - ერევნის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები კვირაში 6 სიხშირით შესრულდება.

ფრენები განხორციელდება ყოველდღე, კვირის გარდა.

ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 7 ივლისს გასცა. FLYONE Armenia-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2022 წელს დაიწყო. ბათუმის გარდა, ავიაკომპანია ავიარეისებს ერევანი - თბილისი - ერევნის მიმართულებით ასრულებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785164553

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო სექტორის განვითარება ახალ ეტაპზე არის გადასული

„ყველა მიმართულებით და ყველა რეჟიმში გვაქვს ზრდა, ეს იქნება იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, თუ ადგილობრივი გადაზიდვები და ეს ცალსახად არის იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებ...

თამარ იოსელიანი

1785163919

ახალი ამბები

27 ივლისის 18:00 სთ-დან 28 ივლისის 22:00 სთ-მდე სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ246-კმ247-ში არსებულ სამტრედიის სატრანსპორ...

ზოგადი

1785162694

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: ევროკავშირში ყველაზე დიდი პოზიტიური ნაწილი არის ის, რომ დიდ და პატარა ქვეყანას აფასებენ მისი შესაძლებლობებით, სწორი წინადადება თქვას ევროკავშირის მომავლისთვის რაც იქნება კარგი

„ევროკავშირში ყველაზე დიდი პოზიტიური ნაწილი არის ის, რომ დიდ და პატარა ქვეყანას აფასებენ მისი შესაძლებლობებით, სწორი წინადადება თქვას ევროკავშირის მომავლისთვის რაც იქნება კარგი. არა იმით, ვის უფრო დიდ...

გია ვოლსკი

1785161851

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არის ნეგატიური, რადგან მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც ხელოვნურად შეგვიქმნეს, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის მომავალი უნდა იყოს ისეთი, რომლისკენ მისწრაფებაც არაფერმა უნდა შეაჩეროს

„თვითონ ევროკავშირის პრინციპი რაც არის, რომ ყველა ქვეყანა ერთიანია, დიდიც და პატარაც, განიზომება არა კუნთის სიდიდით, არამედ თავისი ინტელექტით, მიღწევებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით და სისტემებით...

გიორგი ვოლსკი

1785160590

ახალი ამბები

ლაშა აბაშიძე: სატვირთო ელმავლების საერთაშორისო ტენდერში ძირითადი კრიტერიუმია ფასი, ხარისხი და გამოცდილება - ეს არის ისტორიული ტენდერი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რკინიგზას ამ მასშტაბის ტენდერი არ ჰქონია

„ეს არის ისტორიული ტენდერი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რკინიგზას ამ მასშტაბის ტენდერი არ ჰქონია. ტენდერი მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამოცხადდა. ვგეგმავთ სალოკომი...

ლაშა აბაშიძე