გეკა გელაძე: შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები სრულ მზადყოფნაში არიან – საზაფხულო სეზონს მაქსიმალურად მობილიზებულად, გაძლიერებული რესურსით, განახლებული ტექნიკითა და აღჭურვილობით ვხდებით

„დღეს ჩვენ აჭარაში ოფიციალურად ვხსნით ტურისტულ სეზონს, რომელსაც გაძლიერებული რესურსით, განახლებული ტექნიკითა და აღჭურვილობით ვხვდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები სრულად არიან მობილიზებული დამსვენებლებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ბათუმში, ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა ადგილობრივი დამსვენებლებისა და უცხოელი ვიზიტორებისთვის უსაფრთხო ტურისტული გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით უწყების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტუმრების უსაფრთხოება ტურისტული სეზონის წარმატების ერთ-ერთ უმთავრესი წინაპირობაა.
„ჩვენ, პოლიციელებს, პატრულ-ინსპექტორებს, დაცვის პოლიციელებს, მესაზღვრეებსა და მაშველებს უდიდესი პასუხისმგებლობა გვეკისრება საზოგადოებრივი წესრიგის, მართლწესრიგისა და სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვაში.
სწორედ ჩვენი უწყების გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული ტურისტებისა და ადგილობრივი დამსვენებლების უსაფრთხოება და დაცულობა. შესაბამისად, საზაფხულო სეზონს მაქსიმალურად მობილიზებულად, გაძლიერებული რესურსით, განახლებული ტექნიკითა და აღჭურვილობით ვხდებით“, - განაცხადა გეკა გელაძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას, უწყების სხვადასხვა დანაყოფის აქტიური მუშაობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
„ჩვენი დანაყოფები კოორდინირებულად მუშაობენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ განსაკუთრებული ყურადღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე გაამახვილა და განაცხადა, რომ: „საზაფხულო სეზონის დაწყებისთვის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გაძლიერებას. ჩვენი გმირი მაშველების დამსახურებით ყოველწლიურად ტურისტულ სეზონზე მრავალი ადამიანის სიცოცხლეა გადარჩენილი. წელს, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 250-ზე მეტი მაშველი იზრუნებს მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე და საჭიროების შემთხვევაში, მუდმივ მზადყოფნაში იქნება 40-ზე მეტი მცურავი საშუალება. მაშველები აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნებიან აღჭურვილნი“.
აჭარის რეგიონის მცხოვრებლებს ტურისტული სეზონის გახსნა მიულოცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ. როგორც სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, მიმდინარე წელს, აჭარის რეგიონში, ტურისტების რაოდენობა მზარდია და შესაბამისად, რეგიონი დამსვენებლებს განახლებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით ხვდება.
„დარწმუნებულები ვართ, რომ წელს ძალიან წარმატებული სეზონი გვექნება.
აღსანიშნავია, რომ რეგიონში ვიზიტორების რაოდენობა მზარდია, შესაბამისად მზარდია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები.
აჭარა საზღვაო ტურისტულ სეზონს ხვდება განახლებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით. გაიხსნა ბევრი ახალი განთავსების, კვების და გასართობი ობიექტი, როგორც ზღვის სანაპირო კურორტებზე, ასევე, მთიან მუნიციპალიტეტებში.
მიმდინარე წელს, ეტაპობრივად, გავხსნით კიდევ ბევრ ახალ ტურისტულ ობიექტს, მათ შორის ჩირუხში ევროპაში ყველაზე გრძელ ორზოლიან ზიპლაინს.
ყოველივე ზემო აღნიშნულთან ერთად, უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი წესრიგისა და ჯანმრთელობის დაცვა. დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით საპოლიციო და სამაშველო ძალები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და ზრუნავენ, როგორც ადგილობრივების, ასევე, ტურისტების უსაფრთხოებაზე.
დარწმუნებული ვარ, რომ სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში, ტურისტული სეზონი იქნება წარმატებული და წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ექვსი თანამშრომელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - „მამაცობისთვის“ დააჯილდოვა.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ მესხი, მოადგილეები - ალექსანდრე დარახველიძე, მარიამ ტაბატაძე, შალვა თადუმაძე, გიორგი ბუთხუზი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
1750519615
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა 37 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 29 არასაპატიმრო და 5 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს მოეხსნა ნასამართლობა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მისთვი...
1750518888
ახალი ამბებიპროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დ...
1750516318
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: სამწუხაროდ, ბატონი ჰერჩინსკი და კიდევ რამდენიმე ელჩი პირდაპირ იქცნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არა მხოლოდ ლობისტებად, არამედ წევრებად
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე, ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ბატ...
1750515297
ახალი ამბებიმეუფე შიო: გამოჩნდა არა მხოლოდ დიდი ცოდნა და პროფესიონალიზმი, გამოჩნდა საოცრად სათუთი, გულითადი და მოსიყვარულე დამოკიდებულება საქმისადმი, კერძოდ, გელათის მონასტრისადმი, მისი რეაბილიტაციის პროცესისადმი
„დღეს გამოჩნდა არა მხოლოდ დიდი ცოდნა და პროფესიონალიზმი, გამოჩნდა საოცრად სათუთი, გულითადი და მოსიყვარულე დამოკიდებულება საქმისადმი, კერძოდ, გელათის მონასტრისადმი, მისი რეაბილიტაციის პროცესისადმი“, -...
1750512781
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი: აჭარა საზღვაო ტურისტულ სეზონს განახლებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით ხვდება
ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიება გაიმართა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მი...