გია აბაშიძე: დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა-შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯულის მანტიის მოსხმა“ სრული ნაგვობაა

„დოიაშვილს რამე იაფფასიანი მორიგი ვოდევილი რომ დაედგა და სცენიდან გაეკრიტიკებინა ხელისუფლება და ამის გამო მოეხსნათ, არადემოკრატიული ნამდვილად იქნებოდა, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯულის მანტიის მოსხმა“ კი სრული ნაგვობაა“ - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების შესახებ.
ანალიტიკოსის თქმით, კონტრაქტის უხეშ დარღვევებამდე მას არავინ „დევნიდა“.
„სააკაშვილის „კარის რეჟისორი“, მისგან ორდენებით, პრივილეგიებით გაჯერებული დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა, კონტრაქტის უხეშ დარღვევებამდე არავინ "დევნიდა" ამ ნაცჯამბაზს. დოიაშვილს რამე იაფფასიანი მორიგი ვოდევილი რომ დაედგა და სცენიდან გაეკრიტიკებინა ხელისუფლება და ამის გამო მოეხსნათ, არადემოკრატიული ნამდვილად იქნებოდა, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე "ტანჯულის მანტიის მოსხმა" კი სრული ნაგვობაა.
საქმეც ისაა, რომ დავით დოიაშვილი იმ მარგინალ უნიჭოთა ნაცპლეადაშია, რომლებსაც ხელოვნების ენაზე, ალეგორიული ნაშრომებით არ შეუძლიათ მთავრობის განსჯა, ისიც ქუჩის უდონო აქტივისტების ნიშაშია ჩაქვავებული“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
1745048475
მსოფლიოკანადის პრემიერ-მინისტრი - გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს
გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა. კანადის პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა სთხოვეს, დაესახელებინა კანადის...
1745048027
ახალი ამბებიმამა შალვა კეკელია: თუ ჯვარცმას არ გაივლით, აღდგომა თქვენს ცხოვრებაში არასოდეს იქნება...
თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ მრევლს ქადაგებისას მიმართა. როგორც მამა შალვამ აღნიშნა, ადამიანი თუ თუ ჯვარცმას არ გაივლის, მის ცხოვრებაში აღდ...
1745042779
ახალი ამბებიმართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება
მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე მესამე აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით,...
1745009610
ახალი ამბებიმართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს
დიდ შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდება. გარდამოხსნას, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნ...
1745008023
ახალი ამბებინიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივ...