ცესკომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალგაზრდებს უმასპინძლა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პირადად შეხვდა. შეხვედრის განმავლობაში მან არჩევნების ისტორიაზე, საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიების დანერგვასა და მის უპირატესობებზე, უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სხვადასხვა საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის 4 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სამზადისზე დეტალურად ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა იმ დეზინფორმაციაზე, რომელიც საარჩევნო პროცესებთან მიმართებაში ვრცელდება და ამასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიასა და რეაგირებაზე.
„დღევანდელ შეხვედრაზე ახალგაზრდებთან გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე და მოხარული ვარ, რომ მაღალი იყო ინტერესი სტუდენტების მხრიდან. დეტალურად განვიხილეთ, როგორც გასული წლის არჩევნები, ასევე ის ტექნოლოგიური მიღწევები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას გააჩნია და გვქონდა საინტერესო მიმოხილვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენ ცნობიერების ამაღლების ჭრილში, ისევე როგორც საინფორმაციო კამპანიების ნაწილში გვექნება ხშირი შეხვედრები ახალგაზრდებთან, რათა ერთის მხრივ მივაწოდოთ მათ ინფორმაცია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და ამით გავზარდოთ მათი მოტივაცია სხვადასხვა საარჩევნო პროცესებში ჩართულობასთან დაკავშირებით.“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობასთან დაკავშირებით სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია ელექტრონული ტექნოლოგიების პროექტის მენეჯერმა ნიკოლოზ იოვაძემ მიაწოდა. ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამუშაო სივრცეებიც დაათვალიერეს, უწყების მუშაობის სპეციფიკა მათ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა გააცნო.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა, სადაც ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე. მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალში გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებზე და საარჩევნო პროცესებისადმი ინტერესის გაღვივებას.
1745048475
მსოფლიოკანადის პრემიერ-მინისტრი - გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს
გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა. კანადის პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა სთხოვეს, დაესახელებინა კანადის...
1745048027
ახალი ამბებიმამა შალვა კეკელია: თუ ჯვარცმას არ გაივლით, აღდგომა თქვენს ცხოვრებაში არასოდეს იქნება...
თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ მრევლს ქადაგებისას მიმართა. როგორც მამა შალვამ აღნიშნა, ადამიანი თუ თუ ჯვარცმას არ გაივლის, მის ცხოვრებაში აღდ...
1745042779
ახალი ამბებიმართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება
მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე მესამე აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით,...
1745009610
ახალი ამბებიმართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს
დიდ შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდება. გარდამოხსნას, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნ...
1745008023
ახალი ამბებინიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივ...