გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის იბრძვის

„ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე ძალიან მაგარ ფორმაშია და გუნდს მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებაში ეხმარება. მამარდაშვილი აპრილში, ლა ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.

„გიორგი მამარდაშვილი აპრილში, ლა ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. ქართველმა გადამწყვეტი როლი შეასრულა კარლოს კორბერანის ვალენსიას წარმატებულ გამოსვლაში. გუნდს 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, გოლკიპერმა კი, რომელიც წლის დასაწყისში არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, გუნდის სხვა მოთამაშეების მსგავსად, აღიდგინა ფორმა და თავის საუკეთესო მხრიდან წარმოჩენაც მოახერხა. ასეთმა თამაშმა მამარდაშვილს ლა ლიგისგან ორმაგი აღიარება მოუტანა.

მამარდაშვილს ბოლო სამი მატჩი ძალიან მაგარი გამოუვიდა - მალიორკასთან, რეალსა და სევილიასთან, რომლებიც ვალენსიის გამარჯვებით დასრულდა ქართველმა ამ შეხვედრებში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა და 15 სეივი მიითვალა, SofaScore-ისგან კი, შესაბამისად, 7,0, 8,5 და 8,1 ბალები დაიმსახურა. სწორედ ამის გამო, ლა ლიგამ აპრილში მამარდაშვილის ნომინირება “თვის მოთამაშისა” და “თვის საუკეთესო სეივის” ჯილდოებზე გადაწყვიტა.

„თვის მოთამაშის“ ჯილდოსთვის მამარდაშვილის კონკურენტები არიან: პედრი (ბარსელონა), ხავი პუადო (ესპანიოლი), სერხი დარდერი (მალიორკა) და ხულიან ალვარესი (ატლეტიკო).

რაც შეეხება „თვის საუკეთესო სეივის“ ჯილდოს, ამ კატეგორიაში ვალენსიას ქართველი მეკარის რეალთან „ბერნაბეუზე“ მოგებულ მატჩში შესრულებული მოგერიება მოხვდა. საჯარიმოს გარედან კილიან მბაპეს დარტყმის შემდეგ, მამარდაშვილმა კარი ეფექტური ნახტომით გადაარჩინა. ამ ჯილდოსთვის ბრძოლაში გიორგის მეტოქეობა ნიულანდსა (სევილია) და დომინიკ გრეიფთან (მალიორკა) მოუწევს“, - წერს Superdeporte.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745048475

მსოფლიო

კანადის პრემიერ-მინისტრი - გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს

 გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა. კანადის პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა სთხოვეს, დაესახელებინა კანადის...

კანადის პრემიერ-მინისტრი

1745048027

ახალი ამბები

მამა შალვა კეკელია: თუ ჯვარცმას არ გაივლით, აღდგომა თქვენს ცხოვრებაში არასოდეს იქნება...

 თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ მრევლს ქადაგებისას მიმართა. როგორც მამა შალვამ აღნიშნა, ადამიანი თუ თუ ჯვარცმას არ გაივლის, მის ცხოვრებაში აღდ...

მამაო

1745042779

ახალი ამბები

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება

 მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე მესამე აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით,...

წმინდა ცეცხლი

1745009610

ახალი ამბები

მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს

დიდ შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდება. გარდამოხსნას, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნ...

მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს

1745008023

ახალი ამბები

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივ...

მოძრაობა