გიორგი ტყემალაძე: ტაქსების რეფორმა ნამდვილად შედგა და დღეს მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს უსაფრთხო და კომფორტული სერვისით

„თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათ შორის არის ზონალური პარკირების რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მიზანი ქალაქში სატრანსპორტო ნაკადების შემცირებაა. ასევე, განხორციელდა ტაქსების რეფორმის სამი ეტაპი.
„თბილისის პარკინგი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკის ერთ-ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 13 000-მდე საპარკინგე ადგილი უკვე არის გამოყოფილი. არის მოწესრიგებული სისტემა და არა ქაოსური, ამასთანავე, ის მნიშვნელოვნად აწესრიგებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის წვდომას პარკირებებთან, ვიზიტორებისთვის კი ეს პროცესი გამარტივებულია. ამ პროგრამის ერთ-ერთი მიზანიც არის ის, რომ სატრანსპორტო ნაკადების შემცირებაზეც დადებითად აისახოს“, - აღნიშნა ტყემალაძემ.
ელექტრომობილებზე საუბრისას, ვიცე-მერმა განაცხადა, რომ ქალაქის მთავრობას ყოველთვის აქვს წახალისებისა და ხელშეწყობის პოლიტიკა.
„ელექტრომობილებთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ვართ განსაკუთრებულად დახმარების რეჟიმში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ყველანაირად ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ ეს მიმართულება. ის გადაწყვეტილებაც, რომ უკვე დამატებით 200 დამტენი იქნება ჩვენს ქალაქში, ამ მიდგომის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რაც მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ტყემალაძემ.
თბილისის ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით, ვიცე-მერმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, შეიძლება ითქვას, რომ ეს რეფორმა შედგა.
„ამ თემაზე ნამდვილად იყო ბევრი აზრთა სხვადასხვაობა, ბევრი საუბარი იმასთან დაკავშირებით, ხომ არ იყო ნაადრევი, რამდენად იქნებოდა გამართლებული, თუმცა ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს რეფორმა ნამდვილად შედგა და დღეს, როგორც მოსახლეობას, ისე ტურისტებს, აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს უსაფრთხო და კომფორტული სერვისით, ვიზუალურ მხარეზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამ რეფორმის მესამე ეტაპი უკვე დასრულებულია“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
1750252039
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7276 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7283 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1750250751
მსოფლიოგანგაშის უმაღლესი დონე კუნძულ ბალიზე - ვულკანის ამოფრქვევის გამო, გაუქმებულია ავიარეისები
ვულკანის ამოფრქვევის გამო, ინდონეზიის საკურორტო კუნძულ ბალის მიმართულებით ათეულობით ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა. შეფერხებულია ბალიდან მომავალი რეისებიც. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ქვეყნის ვულკანოლოგი...
1750250616
საზოგადოებადავით ბაციკაძე, მეორე ვადით, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER, ერა) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, მეორე ვადით, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER, ერა) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ინფორ...
1750249635
საზოგადოებარომის პაპი: ეკლესიის გული ტყდება საომარი ადგილებიდან გამოსული ხმაურით, განსაკუთრებით უკრაინიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ღაზიდან გამოსული ყვირილით, ჩვენ არ უნდა შევეჩვიოთ ომს
ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებზე ისაუბრა რომის პაპმა. ლეონ მე-14 მოუწოდებს ყველა დაპირისპირებულ მხარეს, არჩევანი მშვიდობაზე გააკეთონ და თავი აარიდონ ძლიერი სამხედრო ტექნიკის გამოყ...
1750249369
საზოგადოებაწმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რწმუნებათა სიგელი რომის პაპ ლეონ XIV-ს გადასცა
17 ივნისს, წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით მექვაბიშვილმა რწმუნებათა სიგელი გადასცა რომის პაპ ლეონ XIV-ს. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა ელჩის შე...