სულხან თამაზაშვილი: აჭარაში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის ყველა სექტორში

სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში 2025 წელს აჭარაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა უმაღლეს საბჭოში 2024-2025 წლების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, აჭარაში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მაჩვენებელმა 2.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - 21%-ით აღემატება.

ეკონომიკური ზრდის პარალელურად, რეგიონში აქტიურად გრძელდება სხვადასხვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. მიმდინარეობს წყლის და წყალარინების სისტემის განვითარების პროექტი. პროექტის დასრულების შემდეგ, 39 სოფლის 37 800 მოსახლე თანამედროვე სტანდარტების კომუნალური ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. დასკვნით ეტაპზეა მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი. პროექტის ფარგლებში, ბუნებრივი აირით აჭარის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები 27 100 აბონენტი ისარგებლებს.

ქობულეთში ნარჩენების მართვის მასშტაბური პროექტი ხორციელდება. ეს იქნება საქართველოში პირველი თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელი. აქტიურად მიმდინარეობს მაღალმთიანი აჭარის განვითარება. ამ დროისთვის კურორტ "გოდერძიზე" 29 საინვესტიციო პროექტი ხორციელდება, რომლის ჯამური ღირებულება 250 მილიონ ლარს აღემატება. შედეგად, კურორტს დამატებით 1500 ახალი სამუშაო ადგილი და 1000 განთავსების ადგილი ექნება.

დაგეგმილია ხულო-თაგოს საბაგირო გზის რეაბილიტაცია და ჩირუხის მთის ტურისტულ-სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება. მიმდინარეობს "ოცნების ქალაქის" მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, დამატებით, 1077 ბინა, საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი აშენდება. ტერიტორიაზე მოეწყობა საპარკინგე ზონა, საბავშვო მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750256210

ახალი ამბები

საქართველოს საელჩო ირანში მყოფ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს - საელჩო საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას

ირანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს. როგორც საელჩო აღნიშნავს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საზღვრის გადაკვეთისთვის საჭიროა სპეციალური ნებართვა,...

საქართველოს საელჩო ირანში

1750255025

ახალი ამბები

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საელჩო მუდმივ კომუნ...

ისრაელი და საქართველო

1750254119

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სირცხვილია, როდესაც ანტიქართული პოლიტიკა ტარდება ევროპარლამენტის კედლებში

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში დღეს მზია ამაღლობელის საქმეზე და მედიის თავისუფლების შესახებ დაგეგმილ დებატებსა და ალტერნატიული რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღ...

შალვა პაპუაშვილი

1750252039

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7276 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7283 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტის კურსი

1750250751

მსოფლიო

განგაშის უმაღლესი დონე კუნძულ ბალიზე - ვულკანის ამოფრქვევის გამო, გაუქმებულია ავიარეისები

ვულკანის ამოფრქვევის გამო, ინდონეზიის საკურორტო კუნძულ ბალის მიმართულებით ათეულობით ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა. შეფერხებულია ბალიდან მომავალი რეისებიც. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ქვეყნის ვულკანოლოგი...

ვულკანის ამოფრქვევა