საქართველოს საელჩო ირანში მყოფ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს - საელჩო საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას

ირანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს.

როგორც საელჩო აღნიშნავს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საზღვრის გადაკვეთისთვის საჭიროა სპეციალური ნებართვა, რომლის მისაღებად საქართველოს მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ ირანში საქართველოს საელჩოს.

„ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

საელჩოს თანამშრომლები მუდმივ კომუნიკაციაში არიან ირანში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან. საელჩო, ასევე, კოორდინაციაშია შესაბამის უწყებებთან და ახდენს უსაფრთხოების გარემოს მონიტორინგს. ამ დროისთვის, საელჩოს თანამშრომლებმა ირანში მცხოვრებ საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს გაუწიეს სატელეფონო და სხვა ტიპის კონსულტაცია თუ დახმარება.

ირანის ისლამური რესპუბლიკის დატოვება შესაძლებელია სახმელეთო გზით აზერბაიჯანის რესპუბლიკის (ასტარა), სომხეთის (ნორდუზი), თურქეთის (ბაზარგანი) და თურქმენეთის (ბაჯგირანი) გავლით.

საყურადღებოა, რომ აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საზღვრის გადაკვეთისთვის საჭიროა სპეციალური ნებართვა, რომლის მისაღებად საქართველოს მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ ირანში საქართველოს საელჩოს. რეკომენდებულია, ირანის დატოვების სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეების კოორდინაცია საქართველოს საელჩოსთან, რათა უსაფრთხოების რისკები გამოირიცხოს.

📞 საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომრებია: +995 595 31 16 61; +98 912 075 83 97; +98 935 211 02 74“, - ნათქვამია საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750255025

ახალი ამბები

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საელჩო მუდმივ კომუნ...

ისრაელი და საქართველო

1750254934

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილი: აჭარაში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის ყველა სექტორში

სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში 2025 წელს აჭარაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა უმაღლეს საბჭოში 2024-2025 წლების საქმი...

სულხან თამაზაშვილ

1750254119

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სირცხვილია, როდესაც ანტიქართული პოლიტიკა ტარდება ევროპარლამენტის კედლებში

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში დღეს მზია ამაღლობელის საქმეზე და მედიის თავისუფლების შესახებ დაგეგმილ დებატებსა და ალტერნატიული რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღ...

შალვა პაპუაშვილი

1750252039

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7276 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7283 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტის კურსი

1750250751

მსოფლიო

განგაშის უმაღლესი დონე კუნძულ ბალიზე - ვულკანის ამოფრქვევის გამო, გაუქმებულია ავიარეისები

ვულკანის ამოფრქვევის გამო, ინდონეზიის საკურორტო კუნძულ ბალის მიმართულებით ათეულობით ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა. შეფერხებულია ბალიდან მომავალი რეისებიც. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ქვეყნის ვულკანოლოგი...

ვულკანის ამოფრქვევა