გივი მიქანაძე: დაუსწრებელსა და დასწრებულზე სწავლებისას სტუდენტები ერთნაირ კვალიფიკაციას იღებდნენ, მაგრამ რადგან დასწრებულზე სწავლება 4-წლიანი იყო, ენიჭებოდა საბაკალავრო ხარისხი, ხოლო 5-წლიან დაუსწრებელზე - სამაგისტრო ხარისხი
განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტზე, რომლითაც 2010 წლამდე გაცემული დიპლომების საკითხი უნდა გადაიჭრას.
მინისტრმა განმარტა რატომ გახდა საჭირო კანონპროექტში ცვლილებები და აღნიშნა, რომ ერთსაფეხურიანი სწავლა მიმდინარეობდა დასწრებულზე 4-წლიან ფორმატში, დაუსწრებელზე 5-წლიან ფორმატში და ერთი და იგივე კვალიფიკაციას იღებდნენ, მაგრამ რადგან დასწრებულზე სწავლება 4-წლიანი იყო, ენიჭებოდა საბაკალავრო ხარისხი, ხოლო დაუსწრებელი რადგან 5-წლიანი იყო, ენიჭებოდა სამაგისტრო ხარისხი.
„საზოგადოებაში არიან კონკრეტული პირები და წრეები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ის კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ საზოგადოების ინტერესებზეა ორიენტირებული, დაამახინჯონ.
2005 წელს, როდესაც საქართველო გახდა ბოლონიის პროცესის შემადგენელი ნაწილი, განისაზღვრა, რომ ერთსაფეხურიანი სწავლებიდან ჩვენ უნდა გადავსულიყავით სამსაფეხურიან სწავლებაზე: საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურაზე. ეს უნდა განხორციელებულიყო 2007-2008 წლისთვის, მაგრამ 2010 წლამდე ეს პროცესი ვერ განხორციელდა. ამასთანავე, მაგ დრომდე არ იყო ხარისხის შესახებ შესაბამისი კანონმდებლობა და შესაბამისი სტრუქტურა შექმნილი არ იყო. ჩვენ გვქონდა არაერთი პრეცედენტი იმისა, რომ ერთსაფეხურიანი სწავლა მიმდინარეობდა დასწრებულზე 4-წლიან ფორმატში და დაუსწრებელზე 5-წლიან ფორმატში, მაშინ, როდესაც ერთი და იგივე საგნებს ერთი და იგივე ოდენობით დატვირთვას გადიოდნენ 5-წლიან და 4-წლიან ფორმატში და ერთი და იგივე კვალიფიკაციას იღებდნენ, მაგრამ რადგან 4-წლიანი იყო, ენიჭებოდა საბაკალავრო ხარისხი, ხოლო დაუსწრებელი რადგან 5-წლიანი იყო, ენიჭებოდა სამაგისტრო ხარისხი. ეს იყო არასამართლიანი დამოკიდებულება. ჩვენ ვნახეთ, რომ არაერთი საქმე სასამართლოში სახელმწიფომ წააგო მხოლოდ იმიტომ, რომ სასამართლომაც თავისი პრაქტიკით აღიარა, რომ ეს კვალიფიკაციები ერთი და იგივეს დამადასტურებელია.
დღესაც ჩვენი მოქალაქე აწყდება სერიოზულ დაბრკოლებას, როდესაც სხვადასხვა პოზიციაზე შეაქვს განაცხადი იმისთვის, რომ დასაქმდეს და იქ კრიტერიუმად მოთხოვნილია სამაგისტრო ხარისხი და რეალურად მას ეს 4-წლიანი აღიარებული აქვს საბაკალავრო დონედ. სწორედ ამ ხარვეზის გამოსწორებას ემსახურება ეს საკანონდებლო ცვლილება და ეს საკანონმდებლო ცვლილება უზრუნველყოფს, რომ ის ადამიანები, რომლებიც დასწრებულზე 4-წლიანს სწავლობდნენ 2010 წლამდე, მათაც, მსგავსად დაუსწრებლის 5-წლიანისა ეს სწავლება აღიარებული იყოს მათთვის როგორც სამაგისტრო ხარისხის მიმნიჭებელი“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
1776436808
ახალი ამბებითბილისში, ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი ყელის არეში დაჭრეს
ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე, აგლაძის ქუჩაზე კაცი ყელის არეში დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა მისი დაჭრის მოტივი. როგორც ახალი ამ...
1776435064
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმში საქართველოს მონაწილეობა შეაფასა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ანტალიის დიპლომატიის ფორუმში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასა და ორმხრივ შეხვედრებზე ისაუბრა. მინისტრის განცხ...
1776434764
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ეუთოს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭე...
1776434149
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი, ამის განმეორება არ უნდა დავუშვათ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ
საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი. ამის განმეორება ჩვენ არ უნდა დავუშვათ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჯერ იყო...
1776432318
მსოფლიოტრამპმა ჰორმუზის სრუტეს ირანის სრუტე უწოდა და მისი გახსნისთვის ისლამურ რესპუბლიკას მადლობა გადაუხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ჰორმუზის სრუტეს ირანის სრუტე უწოდა და მისი გახსნისთვის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა. „ირანმა ახლახან განაცხადა, რომ ირან...































