მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმში საქართველოს მონაწილეობა შეაფასა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ანტალიის დიპლომატიის ფორუმში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასა და ორმხრივ შეხვედრებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც მაღალი დონის დიალოგისა და შეხვედრების შესაძლებლობას იძლევა. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ფორუმის ფარგლებში ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო მაღალი დონის პანელში, სადაც გაიმართა დისკუსია თანამედროვე გლობალურ გამოწვევებზე. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ხედვებზე და ჩვენს პერსპექტივაზე გლობალურად მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ფორუმის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე და აღნიშნა ალბანეთის ახლადდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის მნიშვნელობა.

„მქონდა შეხვედრა ჩემს ახლადდანიშნულ ალბანელ კოლეგასთან. ვისაუბრეთ საქართველოსა და ალბანეთის ევროინტეგრაციის პროცესზე, საერთო გამოწვევებზე და ასევე, რეგიონში მიმდინარე კრიზისზე“, - განაცხადა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების განსახილველად.

„დღეს ასევე შედგება პრემიერ-მინისტრის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ მეზობელ, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბროთ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776434149

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი, ამის განმეორება არ უნდა დავუშვათ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ

საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი. ამის განმეორება ჩვენ არ უნდა დავუშვათ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჯერ იყო...

ირაკლი კობახიძე

1776432318

მსოფლიო

ტრამპმა ჰორმუზის სრუტეს ირანის სრუტე უწოდა და მისი გახსნისთვის ისლამურ რესპუბლიკას მადლობა გადაუხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ჰორმუზის სრუტეს ირანის სრუტე უწოდა და მისი გახსნისთვის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა. „ირანმა ახლახან განაცხადა, რომ ირან...

ტრამპიტრამპი

1776431391

სპორტი

კარიერაში მეორედ - ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონია!

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა. მან ფინალში მან აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა და ევროპის ჩე...

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი

1776431173

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6936 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6946 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1776429784

ახალი ამბები

გია ვოლსკი - იმედია, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ხარვეზს მალე გამოასწორებენ და საქართველოს შესახებ ინფორმაცია განახლდება

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო არ არის განახლებული ის ვებგვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტადაა მითითებული, – ამის შესახებ პარლამენტის...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი