ირაკლი კობახიძე: საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი, ამის განმეორება არ უნდა დავუშვათ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ
საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი. ამის განმეორება ჩვენ არ უნდა დავუშვათ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჯერ იყო აკერმანი, შემდეგ იყვნენ სხვები, ახლა არის ბლაჟევიჩი. იცვლება გვარები, მაგრამ მათ უკან ვინ დგას, ეს არის მთავარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში განუცხადა.
პრემიერის თქმით, ხელისუფლებამ მოახერხა ვითარების დასტაბილურება, მათ შორის იმ კანონმდებლობით, რომელიც მიღებულ იქნა ენჯეოების დაფინანსებასთან დაკავშირებით.
„დღეს ძალიან სამწუხარო პრაქტიკაა, ვხედავთ რომ უცხოური ჩარევა გამოიყენება, მათ შორის, ფინანსური ჩარევა, საქართველოში ვითარების ასარევად. საზოგადოება ამას უნდა დაუპირისპირდეს პირველ რიგში, სათანადო შეფასებით.
საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი. ამის განმეორება ჩვენ არ უნდა დავუშვათ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჯერ იყო აკერმანი, შემდეგ იყვნენ სხვები, ახლა არის ბლაჟევიჩი.
იცვლება გვარები, მაგრამ მათ უკან ვინ დგას, ეს არის მთავარი. ეს არის ის ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, რომელსაც არ უნდა, დაასვენოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობა, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ვითარების დასტაბილურება ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის იმ კანონმდებლობით, რომელიც მიღებულ იქნა ენჯეოების დაფინანსებასთან დაკავშირებით და ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ ეს სტაბილურობა იქნება შენარჩუნებული“, - განაცხადა პრემიერმა.
1776434764
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ეუთოს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭე...
1776432318
მსოფლიოტრამპმა ჰორმუზის სრუტეს ირანის სრუტე უწოდა და მისი გახსნისთვის ისლამურ რესპუბლიკას მადლობა გადაუხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ჰორმუზის სრუტეს ირანის სრუტე უწოდა და მისი გახსნისთვის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა. „ირანმა ახლახან განაცხადა, რომ ირან...
1776431391
სპორტიკარიერაში მეორედ - ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონია!
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა. მან ფინალში მან აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა და ევროპის ჩე...
1776431173
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6936 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6946 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1776429784
ახალი ამბებიგია ვოლსკი - იმედია, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ხარვეზს მალე გამოასწორებენ და საქართველოს შესახებ ინფორმაცია განახლდება
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო არ არის განახლებული ის ვებგვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტადაა მითითებული, – ამის შესახებ პარლამენტის...































