გორში, მეუღლის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, პროკურატურამ 1 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გორში, ოჯახში ძალადობის და მეუღლის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 ივნისს, გორში, ბრალდებულმა საფანტის პისტოლეტით და დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა მეუღლეს, რომელიც დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.
„სამართალდამცავებმა ბრალდებული 19 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 19-109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აცხადებენ პროკურატურაში.
1750433859
ახალი ამბებიპარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდნენ
პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს შეხვდნენ. ბათუმში გამართულ შეხვედრას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარ...
1750431389
საზოგადოებაპროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტაილანდის და...
1750428952
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: ის რეალობა, რაც ევროპულ სტრუქტურებში შეიქმნა, პირველ რიგში შემაშფოთებელია თვითონ ევროპისთვის და ევროპული ღირებულებებისთვის - ორმაგი სტანდარტი ევროპული სტრუქტურების სავიზიტო ბარათად იქცა
ის რეალობა, რაც ევროპულ სტრუქტურებში შეიქმნა, პირველ რიგში შემაშფოთებელია თვითონ ევროპისთვის და ევროპული ღირებულებებისთვის, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თ...
1750427729
სპორტისაქართველოს ძიუდოს ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და ფინალშია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია. ჩვენმა გუნდმა 1/2-ფინალში 4:2 დაამარცხა იაპონიის ძლიერი გუნდი. ანგარიშზე 3:2 გადამწყვეტი ბრძოლა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ჩ...
1750427189
საზოგადოებალევან მახაშვილი 20 ივნისის მოვლენებზე: ალბათ, მთავარი საპირწონე უნდა იყოს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო
ალბათ, მთავარი საპირწონე უნდა იყოს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო, რომელმაც თქვა, რომ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს ძალისმიე...