გურამ მაჭარაშვილი: 17-22 მარტის მოვლენებმა პასუხი გასცა ყველა უსამართლო რეზოლუციას და თქვა, რომ ქართველი ხალხი ცალ ფეხზე დგომით არ დაელოდება არსად გაწევრიანებას
„პატრიარქი იყო რწმენის, ოჯახური ღირებულებების, მშვიდობის და ქვეყნის სუვერენიტეტის დამცველი“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადების გაკეთებისას და ხაზგასმით აღნიშნა ის, თუ რა როლს ასრულებდა საქართველოს პატრიარქი ერის გაერთიანებისა და რწმენის გაძლიერების საქმეში.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, პატრიარქის მოწოდება - გწამდეთ და გიყვარდეთ, რეალობად იქცა და ეს ყველამ თვალნათლივ დაინახა, როცა ერი გაერთიანდა და მდუმარედ, მიუხედავად ყველაფრისა, ერთად იდგა პატრიარქისადმი სიყვარულისა და მადლიერების გამოსახატავად.
„მოგესალმებით მეგობრებო, 17-22 მარტის დღეები აუცილებლად შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც მწუხარების და ამავდროულად, ბედნიერების დღეები. მწუხარების იმიტომ, რომ ამ ქვეყნიდან გავაცილეთ საქართველოს პატრიარქი და ბედნიერების იმიტომ, რომ თავად პატრიარქის დიდი სურვილი იყო ქართველი ერის გაერთიანება სიყვარულისა და რწმენის გარშემო. სწორედ მისი სიტყვებია - გწამდეთ და გიყვარდეთ. ის ამ ყველაფერს მოესწრო. სწორედ ამ დღეებში ქართველმა ხალხმა გააცოცხლა საქართველოს ისტორია და მსოფლიოს შეახსენა, რომ 100 000 მოწამის მაგალითი რეალურია და არა მხოლოდ ამონარიდი საქართველოს ისტორიიდან, როგორც ამას ზოგიერთი ვაი ქართველი ამბობს. რეალურია ყველა ის მეფე თუ წმინდანი, რომელთა გარშემო ერთიანდებოდა მთელი ერი. სწორედ ეს აშინებდა ყოველთვის ჩვენს მოწინააღმდეგეს და სწორედ ამიტომ ებრძოდა ეკლესიას და ტრადიციებს.
ამ დღეებში ქართველმა ხალხმა ყველაზე მაღლა დააყენა რწმენა და სიყვარული. საქართველოსთვის ამ დროს სულერთი იყო ამინდი და დრო. მთავარი მიზანი იმ ადამიანისათვის პატივის მიგება იყო, რომელმაც თავისი ამ ქვეყნიდან გასვლითაც კი, ერი გააერთიანა სამშობლოსა და ეკლესიის სიყვარულის გარშემო. სწორედ ამ დღეებში ქართველი ხალხის გენეტიკამ იმძლავრა და განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში თავსმოხვეულ სიძულვილს სიყვარული დაახვედრა, მუქარას - მტკიცე ხასიათი, ჩხუბს და დაპირისპირებას - სიმშვიდე და თავმდაბლობა, შიშს - გამბედაობა, ხოლო წუთისოფელს, მარადიულობის განცდა დაუპირისპირა. სწორედ ამ ძალამ მოიყვანა დღემდე საქართველო.
სწორედ ასეთი ხალხი ქმნიდა საქართველოს ისტორიას და სწორედ ასეთი ხალხის ძალის ეშინოდა ყოველთვის მოწინააღმდეგეს, რომლის მთავარი მიზანი იყო შეესუსტებინა ეკლესია და ის ღირებულებები, რომელზეც იდგა საქართველოს სახელმწიფო. დღესაც, სწორედ ასეთი ქართველი ხალხის ძალამ და მისმა სწორმა არჩევანმა შეაშფოთა უცხოური ძალა და მისი აქაური წარმომადგენლები. შეშფოთდნენ, რადგან სწორედ პატრიარქი იყო რწმენის, ოჯახური ღირებულებების, მშვიდობის და ქვეყნის სუვერენიტეტის დამცველი და რადგან ასეთი ღირებულებების მატარებელი პატრიარქის მიმართ ქართველმა ხალხმა გამოხატა პატივისცემა და სიყვარული, საათობით იდგა რიგში მდუმარედ და მშვიდად, ამინდის და დროის მიუხედავად. ადვილი მისახვედრია, რომ ასეთი ხალხი არც ცალ ფეხზე დადგება, არც ოჯახურ ღირებულებებს დათმობს, არც უსამართლო რეზოლუციების შეეშინდება და არც იმ ქრისტიანულ ღირებულებებზე იტყვის უარს, რომლებიც საფუძვლად დაედო ქართულ და ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს. ჩვენ, „ხალხის ძალამ“, ჯერ კიდევ 2022 წელს ვთქვით, რომ საქართველოს წინააღმდეგ სერიოზული შავი ღრუბელი შექმნეს ჩვენმა დაუძინებელმა „მეგობრებმა“. ომში ჩართვაზე უარისა და 17 მაისს გეი აღლუმის ჩატარებაზე უარის შემდგომ, არაერთი რეზოლუცია თუ განცხადება გაკეთდა საქართველოს წინააღმდეგ. დაგვაბრალეს, რომ ვართ ჩამორჩენილები, რადგან საქართველოში ბომბები არ ცვივა და კაცების ქორწინებას არ ვაკანონებთ. ალბათ ბევრი მტკიცება არ დასჭირდება იმას, რომ 17-22 მარტის მოვლენებმა პასუხი გასცა ყველა უსამართლო რეზოლუციასა თუ განცხადებას და თქვა, რომ ქართველი ხალხი ცალ ფეხზე, მონური ფსიქოლოგიით არ დაელოდება არსად გაწევრიანებას. სამაგიეროდ, ორ ფეხზე მდგომი, საათობით დაელოდება თავისი პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევის მიღებას სამშობლოს დასაცავად“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
1774953801
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირების შედეგად ნახევარფაბრიკატების საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტ...
1774953729
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატუ...
1774953616
ახალი ამბებივოლსკი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: ეს ზარი არ არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენა, რუბიო არის სახელმწიფო მდივანი, რომელსაც სახელმწიფოს სახელით აქვს ლაპარაკის უფლებამოსილება
„ეს ზარი არ არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენა. რუბიო არის სახელმწიფო მდივანი, რომელსაც სახელმწიფოს სახელით აქვს ლაპარაკის უფლებამოსილება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირვე...
1774953573
ახალი ამბებიარჩილ ბერიძე: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ბრძანა პატრიარქმა, ეს არის ის ღირებულებითი სამეული, რომელსაც ემყარება ჩვენი პოლიტიკაც
„პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, სამგლოვიარო დღეებში, ვიხილეთ ჩვენი საზოგადოების ნამდვილი სახე. ვიხილეთ არა მხოლოდ გლოვა, არამედ ერთობა, თანაგრძნობა და ერთმანეთისადმი პატივისცემა. მინდა გამოვყო სხვად...
1774951299
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „სა...



























