სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირების შედეგად ნახევარფაბრიკატების საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„შპს „როგია“ (მის. ქ. ბათუმი, მწვანე კონცხის ტერიტორია, სათნოების ქ N7) ჰიგიენური ნორმების სრული დარღვევით, აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა ნახევარფაბრიკატებს. დარღვეული იყო ასევე მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.
კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. შპს „როგიას“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საქმიანობის აღიარებამდე და რეგისტრაციამდე.
სურსათის ეროვნული სააგენტო შეახსენებს ბიზნესოპერატორებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობა აკრძალულია (აღიარების პროცედურა და სავალდებულო აღიარებას დაქვემდებარებული ეკონომიკური საქმიანობები იხილეთ სააგენტოს ვებგვერდზე - https://nfa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/5800 “, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1774953616
ახალი ამბებივოლსკი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: ეს ზარი არ არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენა, რუბიო არის სახელმწიფო მდივანი, რომელსაც სახელმწიფოს სახელით აქვს ლაპარაკის უფლებამოსილება
„ეს ზარი არ არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენა. რუბიო არის სახელმწიფო მდივანი, რომელსაც სახელმწიფოს სახელით აქვს ლაპარაკის უფლებამოსილება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირვე...
1774953573
ახალი ამბებიარჩილ ბერიძე: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ბრძანა პატრიარქმა, ეს არის ის ღირებულებითი სამეული, რომელსაც ემყარება ჩვენი პოლიტიკაც
„პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, სამგლოვიარო დღეებში, ვიხილეთ ჩვენი საზოგადოების ნამდვილი სახე. ვიხილეთ არა მხოლოდ გლოვა, არამედ ერთობა, თანაგრძნობა და ერთმანეთისადმი პატივისცემა. მინდა გამოვყო სხვად...
1774952813
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: 17-22 მარტის მოვლენებმა პასუხი გასცა ყველა უსამართლო რეზოლუციას და თქვა, რომ ქართველი ხალხი ცალ ფეხზე დგომით არ დაელოდება არსად გაწევრიანებას
„პატრიარქი იყო რწმენის, ოჯახური ღირებულებების, მშვიდობის და ქვეყნის სუვერენიტეტის დამცველი“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომა...
1774951299
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „სა...
1774951230
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: პატრიარქის ოცნება იყო ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერის ხილვა და ეს მან შეგვაძლებინა
წინა დღეებში მსოფლიომ დაინახა 3000 წლოვანი უწყვეტი გენის მქონე ერის არაბუნებრივი ერთობა. საკუთარი ხასიათით, ქცევითა და ფიქრებით, ჩვენვე ვიყავით ჩვენი სამშობლოსა და ერის კულტურა და იდენტობაც. ჩვენ ყველ...



























