გურამ მაჭარაშვილი: როდესაც შენ საქართველოს საზოგადოებას დაანახვებ, რომ ვითომ ევროპული ღირებულებაა ომი და ომი ჯობია მშვიდობას, ოჯახს ჯობია ლგბტ პროპაგანდა და თურმე ესაა ევროპული ღირებულება, რა თქმა უნდა, ამით თელავ, პირველ რიგში, ევროპულ ღირებულებას
როდესაც შენ საქართველოს საზოგადოებას დაანახვებ, რომ ვითომ ევროპული ღირებულებაა ომი და ომი ჯობია მშვიდობას, ოჯახს ჯობია ლგბტ პროპაგანდა და თურმე ესაა ევროპული ღირებულება, რა თქმა უნდა, ამით თელავ, პირველ რიგში, ევროპულ ღირებულებას, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „EURO ანატომია“ საფრანგეთის ქალაქებში მიმდინარე პროცესების შეფასებისას.
იგი ევროკომისიის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დაგმო ალბანეთში სამთავრობო შენობებზე აქციის მონაწილეთა მხრიდან თავდასხმა და მოძალადეების დასჯა მოითხოვა. მაჭარაშვილმა განმარტა, თუ რატომ ვერ მოისმინა საქართველოსთან დაკავშირებით საზოგადოებამ მსგავსი განცხადებები.
„ევროკომისიისგან მსგავს განცხადებებს ვერ მოვისმენდით, რადგან ეს ყველაფერი მათი ინიციირებული იყო. ანუ ევროკომისია, ევრობიუროკრატია იყო, ვინც აფინანსებდა საქართველოში პიროტექნიკის შეძენას და შესაბამისად, „თავის შვილს ხომ არ მოჭრიდნენ თავს“. რაც შეეხება საფრანგეთსა და დანარჩენ ქვეყნებს, ხელისუფლებები მათ ხელშია. აბა, საქართველოში ყოფილიყო სააკაშვილის რეჟიმი, მაშინ იტყოდნენ, რომ საქართველოში უნდა დაისაჯოს აქციის ყველა წარმომადგენელი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, ევრობიუროკრატია უკვე საჯაროდ და ღიად ამბობს, რომ იგი მთლიანად იღებს ხელში ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებებს.
„ვინც არ დაემორჩილება, ამ შემთხვევაში კანდიდატი ქვეყანა საქართველო, მის წინააღმდეგ გამოიყენებს უსამართლო გადაწყვეტილებებს. გაამართლებს საფრანგეთში აქციის მონაწილისთვის თავ-პირის დანგრევას და საქართველოში ასევე გაამართლებს პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, ევროპელი ჩინოსნები ევროპულ ინტერესებს აღარ წარმოადგენენ.
„ევროპელი ჩინოსნები თავიდან ბოლომდე ასრულებენ იმ გლობალური ომის პარტიის, იმავე „დიფ სთეითის“ ინტერესებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, მათ შორის ევროპაშიც იყოს კრიზისები და შემდგომ ამ კრიზისებით მართონ ევროპა. აქ ევროპის ინტერესებიც არ დევს. როდესაც შენ საქართველოს საზოგადოებას დაანახებ, რომ ვითომ ევროპული ღირებულებაა ომი და ომი ჯობია მშვიდობას, ოჯახს ჯობია ლგბტ პროპაგანდა და თურმე ესაა ევროპული ღირებულება, რა თქმა უნდა, ამით თელავ, პირველ რიგში, ევროპულ ღირებულებას და შემდეგ უკვე დეზინფორმაციას ავრცელებ საქართველოში“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისივე განმარტებით, ევრობიუროკრატები ევროპელი საზოგადოების ინტერესებს არ ემსახურებიან და ეს ორმაგი სტანდარტები ადამიანებმა დაინახეს არამარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც, რის გამოც ევროპის ქვეყნებში ხდება ის ცნობილი მოვლენები.
1793179022
ახალი ამბებიაჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე რეგიონის მთავრობის წევრებთან და ეკონომიკის მინისტრთან ერთად ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე დარგის მიმდინარე მაჩვენებლები და შემოდგომა-...
1793177519
საზოგადოებაკახა კალაძე „რიყე დომისთვის“ მშენებლობის ნებართვაზე: ეს არის ტყუილი, რასაც ერთდღიანი პიარკამპანიისთვის იყენებენ, იგონებენ რაღაცებს და მერე თვითონვე იფუშებიან
ტყუილია, ქალაქის მერიაში არანაირი მსგავსი პროექტი რიყის დოქების მფლობელი კომპანიისგან არ შემოსულა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან იურისტ ირაკლი აბესაძის მიერ გავრცელებულ ინფორმა...
1793175960
საზოგადოებაკახა კალაძე: უკრაინაში ბოლო 3 წლის განმავლობაში 22 პარტია, მოლდოვაში - 8, ევროპაში კი ბოლო ათწლეულების განმავლობაში 150-მდე პარტია აიკრძალა
„პოლიტიკურ პარტიები არ და ვერ აწარმოებენ გარე ძალების დავალებებს, რაც ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვ...
1793175412
ახალი ამბებიკახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე: კარგია, რომ ისინი ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ჰუმანურობა კი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია
„4 ოქტომბერს შეეცადნენ სისრულეში მოეყვანათ სახელმწიფო გადატრიალების გეგმა, რასაც იქამდე ღიად ამბობდნენ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს დროულად“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე...
1793175074
ახალი ამბებიკახა კალაძე გიგაური-ჩერგოლეიშვილის დაპირისპირებაზე: ჩვენ ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ არ არსებობდა არანაირი არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური პარტიები - ეს იყო ერთი ძალა
„ჩვენ ხომ ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები - ეს იყო ერთი ძალა. უბრალოდ, სხვადასხვა სახელი ჰქონდათ დარქმეული, რადგან ასე სჭირდებოდათ თავ...




























