ირაკლი გოგავა: ჩემი დათვლებით, 20 ათასი ადამიანია, ვინც ემსახურება უცხოეთის ინტერესს, მოთმენა და ტოლერანტობის გამოჩენა ამის მიმართ უკვე აღარ შეიძლება

ჩემი დათვლებით, 20 ათასი ადამიანია, ვინც ემსახურება უცხოეთის ინტერესს. მოთმენა და ტოლერანტობის გამოჩენა ამის მიმართ უკვე აღარ შეიძლება - რადგან ავაფრიალეთ ანტიკოლონიალური აჯანყების დროშა, ბოლომდე უნდა წავიდეს პროცესი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ ევროპული ფონდების დაფინანსებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, გლობალისტების ცენტრი ევროპაში, კერძოდ, ბრიუსელში, ლონდონსა და პარიზში გადავიდა და არასამთავრობო ქსელების მართვა იქიდან ხდება.
„ქსელი დიდი აქვთ. მარტო ჩვენთან ათასობით და ათიათასობით ადამიანი მონაწილე ამ ქსელის. მათ შორის ამ „ენჯეოს“ სახით.
საქართველოში მათ აქვთ რამდენიმე სტრუქტურა, ქსელი. პირველ რიგში ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციები. შემდეგ არის ლიბერალური მედია, რომელსაც სრულად აფინანსებენ. შემდეგ არის სოციოლოგიური გამოკითხვების ცენტრები, შემდეგ - უნივერსიტეტები. საქართველოში 7-8 უნივერსიტეტია, რომლებიც მთლიანად მათი კონტროლის ქვეშ არის, თუ მეტი არა და ალაგ-ალაგ კიდევ ჰყავთ „პროქსები“.
შემდეგ ასევე არის ორი მსხვილი ბანკი, რომლებიც ლონდონის აქციებით ვაჭრობს. მათი მეშვეობით გავლენების მოხდენა ბიზნესზე ხდება. ჩვენ ვანახეთ, რომ კრიზისის დროს 3 ათასამდე კომპანიამ, 45 ათასიდან, რაღაც საპროტესტო მიმართვებს მოაწერა ხელი და სახელმწიფო გადატრიალებას დაუჭირა მხარი. ანუ, ეს პროცესები ბიზნესშიც არის.
რა თქმა უნდა, მთელი ეს სტრუქტურა არის დაფინანსებაზე, ჯამაგირზე. ჩემი დათვლებით, ეს არის 20 ათასი ადამიანი, ვინც ემსახურება უცხოეთის ინტერესს. მოთმენა და ტოლერანტობის გამოჩენა ამის მიმართ უკვე აღარ შეიძლება, რადგან ავაფრიალეთ ანტიკოლონიალური აჯანყების დროშა, ბოლომდე უნდა წავიდეს პროცესი“, - განაცხადა გოგავამ.
1747589676
ახალი ამბებიპრემიერი: გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, ჩვენი მოლოდინი ეფუძნება ღირებულებით თანხვედრას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან
„4 წელი გვიწევდა ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, ასეთ დროს, ქართველი ხალხის, ისევე, როგორც ხელისუფლების მოლოდინი იყო ის, რომ მეტ ყურადღებას გამოავლენდნენ ჩვენს მიმართ, თუმცა...
1747587562
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე „მეგობარი აქტის“ საპასუხოდ პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაზე: აუცილებელი იყო, რომ ჩვენ ფაქტობრივი, რეალური ინფორმაცია აგვესახა აქტში და ამით პასუხი გაგვეცა ამ ბრალდებებისთვის
„საჭირო იყო პასუხის გაცემა იმ უსაფუძვლო, დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და დეზინფორმაციაზე, რომელიც აქტში იყო ჩაწერილი, ამიტომ აუცილებელი იყო, რომ ჩვენ ფაქტობრივი, რეალური ინფორმაცია აგვესახა აქტში და ამით...
1747585296
ახალი ამბებიპროკურატურამ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, თბილისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ...
1747583111
ახალი ამბებილაშა ბექაური ლა ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია
ესპანეთში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ქართველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ლაშამ ტურნირის ფინალში ესპანელი დანიელი ნიეტო-ტრინიდაი 8 წაამში დაამარ...
1747582535
საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს მინი ფეხბურთის გუნდი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგის გამარჯვებული გახდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგის ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და გამარჯვება მოიპოვა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინ...