პრემიერი: გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, ჩვენი მოლოდინი ეფუძნება ღირებულებით თანხვედრას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან

„4 წელი გვიწევდა ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, ასეთ დროს, ქართველი ხალხის, ისევე, როგორც ხელისუფლების მოლოდინი იყო ის, რომ მეტ ყურადღებას გამოავლენდნენ ჩვენს მიმართ, თუმცა არის დუმილი და გადავწყვიტეთ, ღია წერილით გვეცადა გარკვეული ძვრების შეტანა ამ მოცემულობაში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წერილის მთავარი გზავნილია, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის.
„მთავარი გზავნილი არის ის, რომ გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები. ეს არის მთავარი, რაც იყო მოცემული ჩვენს წერილში. გვაქვს ინტერესი, რომ ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. თვისებრივად შეიცვალოს ის დამოკიდებულება, რომელიც ჩამოყალიბებული იყო წინა ადმინისტრაციის პირობებში. ჩვენი მოლოდინი და დადებითი მოლოდინი ეფუძნებოდა და ჯერ კიდევ, ეფუძნება იმ თანხვედრას, რომელიც ღირებულებითი თვალსაზრისით არსებობს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის.
იცით, როგორია ახალი პრეზიდენტის დამოკიდებულება ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა იგივე USAID, NED, ლგბტ პროპაგანდა, გენდერული პროპაგანდა და ა.შ. აქ გვაქვს აბსოლუტური თანხვედრა. ასევე, თქვენ იცით, როგორია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება ისეთი მოვლენების მიმართ, რაც დაკავშირებულია ევროპული ბიუროკრატიის ჩარევასთან, სხვადასხვა ქვეყნის შიდა სუვერენულ საქმეებში. ერთ-ერთი იყო რუმინეთის მაგალითი, სადაც, სწორედ, ევროპული ბიუროკრატიის ჩარევით, საერთოდ გაუქმდა უკვე ჩატარებული არჩევნები, ყოველგვარი რეალური საფუძვლის გარეშე.
ამასთან დაკავშირებით ხმა აიმაღლა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ, თუმცა ანალოგიური განცხადებები არ გაკეთებულა საქართველოს მიმართ, მაშინ, როდესაც ყველაზე მძიმე წნეხის ქვეშ, წინა ადმინისტრაციის მხრიდან, მოექცა, სწორედ, საქართველოს ხელისუფლება. 4 წლის განმავლობაში, ჩვენ გვიწევდა ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის და ეს ბრძოლა წარმატებით გამოვიარეთ. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის მოლოდინიც იყო და ხელისუფლების მოლოდინიც იყო ის, რომ მეტი ყურადღება იქნებოდა გამოვლენილი ჩვენი ქვეყნის მიმართ, ქართველი ხალხის მიმართ, თუმცა არის დუმილი და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ღია წერილით გვეცადა გარკვეული ძვრების შეტანა ამ მოცემულობაში,“ - განაცხადა პრემიერმა.
1747591147
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს-კვო, რაც არის დღეს მოცემული
„თუ მოახერხებს აშშ-ის პრეზიდენტი „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს-კვო, რაც არის დღეს მოცემული“, - ამის შეს...
1747587562
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე „მეგობარი აქტის“ საპასუხოდ პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაზე: აუცილებელი იყო, რომ ჩვენ ფაქტობრივი, რეალური ინფორმაცია აგვესახა აქტში და ამით პასუხი გაგვეცა ამ ბრალდებებისთვის
„საჭირო იყო პასუხის გაცემა იმ უსაფუძვლო, დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და დეზინფორმაციაზე, რომელიც აქტში იყო ჩაწერილი, ამიტომ აუცილებელი იყო, რომ ჩვენ ფაქტობრივი, რეალური ინფორმაცია აგვესახა აქტში და ამით...
1747585296
ახალი ამბებიპროკურატურამ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, თბილისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ...
1747583111
ახალი ამბებილაშა ბექაური ლა ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია
ესპანეთში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ქართველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ლაშამ ტურნირის ფინალში ესპანელი დანიელი ნიეტო-ტრინიდაი 8 წაამში დაამარ...
1747582535
საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს მინი ფეხბურთის გუნდი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგის გამარჯვებული გახდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგის ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და გამარჯვება მოიპოვა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინ...