პრემიერი: 2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ, ჩვენი მონაწილეობით ავღანეთისა და ერაყის მისიებში, სამართლიანობა არის ერთადერთი მოთხოვნა, რასაც ჩვენ ვაყენებთ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე

„2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით მხოლოდ ავღანეთისა და ერაყის მისიებში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, 32 მამაცი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა ამ მისიებში და ამის დაფასებაც არის მნიშვნელოვანი, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

„უნდა გავიხსენოთ საერთაშორისო მისიებში ჩვენი ქვეყნის წვლილი, რაც მათემატიკურადაც დათვლადია. კერძოდ, ჩემს წერილში საუბარი იყო იმაზე, რომ 2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ, ჩვენი მონაწილეობით მხოლოდ, ავღანეთისა და ერაყის მისიებში. მაშინ, როდესაც ამერიკული რეალური დახმარება, რაც გაუწიეს ჩვენს ქვეყანას ამერიკული ბიუჯეტიდან, არის ბევრად ნაკლები ამ 2.5 მლრდ დოლარზე.

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის, თუ რას ვერ ჩავთვლით ჩვენ რეალურ დახმარებაში, ეს არის, პირველ რიგში, ის თანხები, რომლებიც ქვეყნის არევისთვის იხარჯებოდა ჩვენს ქვეყანაში USAID-ის, NED-ის და სხვა ფონდების მეშვეობით. რა თქმა უნდა, ეს არ იყო არავითარი დახმარება. ასევე, ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ეკონომიკას წაეხმარა ამერიკული დახმარება, ეს იყო 2008-2011 წლები, როდესაც გადასარჩენი იყო სააკაშვილის რეჟიმი, ის რეჟიმი, რომელმაც სწორედ Deep State-ის მეშვეობით დაიწყო 2008 წელს ომი საქართველოში.

ეს ვერ ჩაითვლება დახმარებად, ვერც სააკაშვილის რეჟიმის გადარჩენა ვერ ჩაითვლება საქართველოს დახმარებად და ვერც არეულობის დაფინანსება NGO-ების, USAID-ის, NED-ის გავლით. ყველაფერი დანარჩენი რომ ავიღოთ, რომ გამოვაკლოთ ეს და დავტოვოთ ყველაფერი დანარჩენი, რეალური დახმარება ბევრად, მრავალჯერ ჩამორჩება იმ 2.5 მილიარდს, რაც ჩვენ დავუზოგეთ ამერიკულ მხარეს მხოლოდ, ავღანეთში და ერაყში ჩვენი მისიების მონაწილეობით. რაც შეეხება ჩვენს ჯარისკაცებს, ეს საერთოდ არ ექვემდებარება არავითარ მათემატიკურ დათვლას, ჩვენ მსხვერპლი გავიღეთ, ჩვენმა ჯარისკაცებმა გაიღეს მსხვერპლი, ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე შესწირეს ამ მისიებში მონაწილეობას.

32 მამაცი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა ამ მისიებში. ამის დაფასებაც არის მნიშვნელოვანი, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ ამ ფაქტებზე. სამართლიანობა, ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რასაც ჩვენ ვაყენებთ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747589676

ახალი ამბები

პრემიერი: გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, ჩვენი მოლოდინი ეფუძნება ღირებულებით თანხვედრას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან

„4 წელი გვიწევდა ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, ასეთ დროს, ქართველი ხალხის, ისევე, როგორც ხელისუფლების მოლოდინი იყო ის, რომ მეტ ყურადღებას გამოავლენდნენ ჩვენს მიმართ, თუმცა...

ირაკლი კობახიძე

1747587562

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე „მეგობარი აქტის“ საპასუხოდ პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაზე: აუცილებელი იყო, რომ ჩვენ ფაქტობრივი, რეალური ინფორმაცია აგვესახა აქტში და ამით პასუხი გაგვეცა ამ ბრალდებებისთვის

„საჭირო იყო პასუხის გაცემა იმ უსაფუძვლო, დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და დეზინფორმაციაზე, რომელიც აქტში იყო ჩაწერილი, ამიტომ აუცილებელი იყო, რომ ჩვენ ფაქტობრივი, რეალური ინფორმაცია აგვესახა აქტში და ამით...

ნიკოლოზ სამხარაძე

1747585296

ახალი ამბები

პროკურატურამ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, თბილისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ...

შემთხვევები

1747583111

ახალი ამბები

ლაშა ბექაური ლა ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია

ესპანეთში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ქართველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ლაშამ ტურნირის ფინალში ესპანელი დანიელი ნიეტო-ტრინიდაი 8 წაამში დაამარ...

ლაშა ბექაური

1747582535

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მინი ფეხბურთის გუნდი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგის გამარჯვებული გახდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგის ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და გამარჯვება მოიპოვა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს მინი ფეხბურთი