ირაკლი კირცხალია: რამდენიმე თვეშია თვითმმართველობის არჩევნები და ეს არის კიდევ ერთი შანსი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატრონებისთვის, რომ კარგად დაინახონ, რეალურად რას წარმოადგენენ ისინი და რა არის მათი რეიტინგი

„რეალურად ისინი არაფრის გადაწყვეტილების მიმღები არ არიან. საქმე გვაქვს ერთგვარ დივერსიფიცირებასთან ამ აგენტურულ ბაზარზე რასაც კოლექტიური ნაცმოძრაობა ჰქვია“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.
მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რეალურად რას წარმოადგენენ ისინი და რა რეიტინგი აქვთ.
„საქმე გვაქვს ამ დივერსიფიცირების ფონზე სხვადასხვა განცხადებასთან, სხვადასხვა შიდა ბატალიასთან და ასე შემდეგ. იქ სალომე ზურაბიშვილია ფიგურანტი, იქ ბატონი გახარია, ბატონი მელია, თუ გვარამია. იქ ვხედავთ ახლა საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადება არ გამოუცხადებლობის თემას; ვიღაცა თავის თავს იცოცხლებს, ან დავალება აქვს, რომ წავიდეს მიზანმიმართულად კანონის წინააღმდეგ, სპეციალურად ისპეკულიროს ამ თემით და ჩაჯდეს ციხეში. ეს ყველაფერი თამაშია. საბოლოოდ ყველაფერი იქნება ისე, როგორი დაკვეთაც წამოვა და როგორ დავალებასაც მიიღებენ.
ეს შიდა ბატალიები, ეს აზრთა სხვადასხვაობა, ჯერ სალომეს გალიდერება, შემდეგ ლანძღვა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის ამ სპექტაკლის ნაწილი და ჩვენმა საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის. ჩემთვის ძალიან კარგი იქნება, რაც უფრო ნაკლებად იქნებიან ესენი წარმოდგენილი პოლიტიკურ ველზე. აგერ არის, რამდენიმე თვეში თვითმმართველობის არჩევნები და კიდევ ერთხელ შანსი მათივე პატრონებისთვის, რომ კარგად დაინახონ რეალურად რას წარმოადგენენ და რა არის მათი რეიტინგი. ეს მეათედ და საიუბილეოდ გამოჩნდება იმ გამანადგურებელ ანგარიშში, რომლითაც 64-ვე მუნიციპალიტეტში ეს უსამშობლოები დამარცხდებიან“, - აცხადებს ირაკლი კირცხალია.
1748435702
საზოგადოებაირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC), რომელიც 29-30 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. ღონისძიებას უნ...
1748435663
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: დროებითი საგამოძიებო კომისია თავის დასკვნას და ანალიზს დადებს. ყველას დავულაგებთ ფაქტებს - ევროპარლამენტსაც, ევროკომისიასაც და სხვებს, ვინც სააკაშვილს მფარველობდნენ, თუ რასთან გვქონდა საქმე
ეს კომისია თავის დასკვნას და ანალიზს დადებს. ყველას დავულაგებთ ფაქტებს - ევროპარლამენტსაც, ევროკომისიასაც და სხვებს, ვინც სააკაშვილს მფარველობდნენ, თუ რასთან გვქონდა საქმე, როგორ ხუჭავდნენ თვალებს დიქ...
1748433460
საზოგადოებაბიძინა ივანიშვილი: ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არ დამიყენებია არც 2012 წელს და არც 10 წლის შემდეგ - 2022 წელს, როდესაც, ჩემი პირადი ინტერესები უდიდესი რისკის ქვეშ დავაყენე
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არ დამიყენებია არც 2012 წელს და არც 10 წლის შემდეგ - 2022 წელს, როდესაც, სწორედ სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, ჩემი...
1748433370
საზოგადოებაბიძინა ივანიშვილი: იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა
იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი და...
1748431762
საზოგადოებაბიძინა ივანიშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებას პასუხობს
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას პასუხობს. „დღეს გავრცელდა საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე 22...