პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთი თვით გაუგრძელა

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 86 ხმით, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით, მიმდინარე წლის 5 ივლისამდე გაუგრძელა.
დადგენილების მიღებამდე, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა, პლენარულ სხდომაზე, კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელიც 2025 წლის 13 თებერვლიდან 2025 წლის 23 მაისამდე პერიოდს მოიცავს.
თეა წულუკიანის განცხადებით, დღეისთვის საგამოძიებო კომისიამ 30-ზე მეტი საჯარო სხდომა გამართა და 100-ზე მეტი პირი გამოჰკითხა. მისივე თქმით, კომისიაში შესული 600-მდე განცხადებიდან 500-ზე მეტი დამუშავებულია და მათი ნახევარზე მეტი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ან და ამ გზით ჩამორთმეულ საკუთრებასა და ბიზნესს ეხება.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კომისიისთვის უფლებამოსილების ვადის ერთი თვით გახანგრძლივება, პირველ რიგში, 2013-2025 წლების პერიოდის კვლევისთვისაა საჭირო.
„ჩვენ მიერ განსახილველი ექვსი თემა ძალიან მასშტაბურია. მათგან მეექვსე საკითხი 2013 - 2025 წლების პერიოდს ეხება. ჩვენ გვევალება შევისწავლოთ ის დამაზიანებელი მოქმედებები, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები ან კიდევ ის პირები, რომლებიც დღეს პოლიტიკურ პარტიებში არიან გაწევრიანებული, ჩადიან სახელმწიფოსა და ქვეყნის წინააღმდეგ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ. ეს თემა გამოსაკვლევად მიმდინარე წლის აპრილში გადმოგვეცა და შესაბამისად, ამ კონკრეტული თემის საკვლევად, დამატებითი ვადა გვჭირდება. ვადის გაგრძელების შემთხვევაში კი, საჯარო სხდომის ფარგლებში ჩვენ არაერთი პირი გვეყოლება გამოსაკითხი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს პარლამენტის მიერ კომისიისთვის განსაზღვრული ხუთი თემის: მკვლელობები, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, კორუფცია, მედიის თავისუფლება და 2008 წლის აგვისტოს ომი - კვლევა.
„მომდევნო თვეში ამ საკითხებზე მუშაობის მიმართულებით, ძირითადად დრო დაეთმობა დოკუმენტებზე მუშაობას და დასკვნის პროექტის შედგენის დასრულებას. დაგეგმილია, კომისიას 4-5 ივლისს, დასამტკიცებლად შევთავაზოთ დასკვნა, თუ ჩვენი მუშაობის პერიოდში რაიმე განსაკუთრებული წინაღობა არ გამოიკვეთა და ასეთ შემთხვევაშიც, მხოლოდ ბოლო 1 თვე დაგვრჩება სამუშაოდ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებლობა რომ იძლეოდეს შესაძლებლობას, მრავალი თვე არ ეყოფოდა იმ ბოროტების კვლევას, რომლის შესახებაც ვიცოდით და რომელთან დაკავშირებითაც, სხდომების კვალდაკვალ, სულ ახალ-ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი“, - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.
თეა წულუკიანის განცხადებით, მომდევნო თვეში დროებითი საგამოძიებო კომისია გეგმავს ხონში ჩასვლას, სადაც სასჯელაღსრულების ყოფილი დაწესებულებაა და დღეისათვის საქართველოში ის ერთადერთი ადგილია, სადაც სააკაშვილის დროინდელი კარცერებია შემონახული.
1748542620
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენი სახელმწიფოებრიობა 23 საუკუნეს ითვლის, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი დამოუკიდებლობით და ჩვენი ერით
ჩვენი სახელმწიფოებრიობა 23 საუკუნეს ითვლის, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი დამოუკიდებლობით და ჩვენი ერით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნ...
1748541689
ახალი ამბები„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ნიკა მელია დააკავეს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ნიკა მელია ლისის ტერიტორიაზე დააკავეს. „ექსკლუზივი“ ცდილობს, აღნიშნული ინფორმაცი...
1748540111
მსოფლიოიანოშ ბოკა ირაკლი კობახიძეს: გვაქვს პატივი, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში, მაშინ როცა თქვენი გაჩუმება სურთ, თქვენს გვერდით ვართ
უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ტექნიკური დახმარებითა და საწვრთნელი პროგრამებით. ჩვენ გვაქვს პრივილეგია, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში...
1748538627
ახალი ამბებიანრი ოხანაშვილი უნგრეთში ვიზიტზე: გვქონდა მაღალი დონის საინტერესო შეხვედრები, ორივე მხარე ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ
„გვქონდა მაღალი დონის საინტერესო შეხვედრები. ორივე მხარე ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა....
1748535182
ახალი ამბებიპრემიერი: ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ლოგიკურია, არ შეიძლება, სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე
„არის ოფიციალური სტრუქტურები, არიან თანამდებობის პირები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ ფორმატში გაიარონ კონსულტაციები ამერიკულ მხარესთან, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არის აბსოლუტურად ლოგიკური,...