ირაკლი კობახიძე: ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა და სახელმწიფო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება

 იუსტიციის სახლის საგარეჯოს ფილიალი კახეთის რეგიონში - მე-19, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 125-ეა, გაგრძელდება ზრუნვა ამ ქსელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეჯოს იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებზე ზრუნვა და სახელმწიფო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

„იუსტიციის სახლებში არის ხელმისაწვდომი დაახლოებით 500 სხვადასხვა საჯარო მომსახურება. საგარეჯოში უზრუნველყოფილი იქნება უახლოესი ტექნიკით აღჭურვილი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სადაც მოქალაქეები მიიღებენ მომსახურებას. მისასალმებელია, რომ საგარეჯოს შეემატა თანამედროვე ტიპის გამორჩეული არქიტექტურის კიდევ ერთი ნაგებობა. ახალი შენობა ერთიან, თანამედროვე სივრცეში აერთიანებს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სხვადასხვა სამსახურს.

მთლიანობაში, იუსტიციის სახლში 20-მდე თანამშრომელი იქნება დასაქმებული კომფორტულ გარემოში. საგარეჯოს იუსტიციის სახლი მთლიანად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის შეფასებით, წარმატებით ფყნქვიონირებს მობილური იუსტიციის სახლის პროექტი, რომლის სერვისითაც კახეთში 15 სოფლის 24 000-მა მცხოვრებმა ისარგებლა.

„ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორ იზრდება წვდომა სახელმწიფო სერვისებზე. ეს არის მთავარი მიდგომა, ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე, მაქსიმალური ხელმისაწვდომობა სახელმწიფო სერვისებზე. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება აქტიური მუშაობა.

საგარეჯოს ფილიალი კახეთის რეგიონში - მე-19, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 125-ეა. გაგრძელდება მომავალშიც ზრუნვა ამ ქსელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებაზე.

საბოლოო ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით თითოეული მოქალაქე იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი სერვისებით და სათანადო ხელმისაწვდომობით.

მადლობას ვუხდი იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის მინისტრს, იუსტიციის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ასევე საგარეჯოს ადგილობრივ ხელისუფლებას და ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო ჩართული ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750258700

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: მინდა დარწმუნებით ვთქვა, რომ 64-ე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს

„თვითმმართველობის არჩევნები არის ის პოლიტიკური კონსტიტუციით გათვალისწინებული დღის წესრიგი, რომელიც საქართველოში არის განსახორციელებელი და ბუნებრივია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბოლომდე დავიცვა...

პოლიტიკოსები

1750258318

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: მშვიდობა, რაზეც ასე უყვართ ქილიკი სამშობლოს განცდისგან გაუცხოებულ სუბიექტებს, არის არა სტატუს-კვო, არამედ ყოველდღიური ძალისხმევის, გონიერების და დიდი შრომის შედეგი

„ჩვენს რეგიონში და მის მიმდებარედ არსებულ გაყინულ თუ მოქმედ საომარ კონფლიქტებს დამატებული ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, საქართველოს აქცევს გადამწყვეტ სატრანზიტო კორიდორად და...

ბაჩო ოდიშარია

1750256210

ახალი ამბები

საქართველოს საელჩო ირანში მყოფ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს - საელჩო საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას

ირანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს. როგორც საელჩო აღნიშნავს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საზღვრის გადაკვეთისთვის საჭიროა სპეციალური ნებართვა,...

საქართველოს საელჩო ირანში

1750255025

ახალი ამბები

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საელჩო მუდმივ კომუნ...

ისრაელი და საქართველო

1750254934

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილი: აჭარაში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის ყველა სექტორში

სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში 2025 წელს აჭარაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა უმაღლეს საბჭოში 2024-2025 წლების საქმი...

სულხან თამაზაშვილ