ირაკლი კობახიძე - მგონია, რომ რობინ დანიგანს სურდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა, თუმცა აქაც ჩაერია „დიფ სთეითის“ ხელი და ღონისძიებამ აშშ-ის ელჩის გარეშე ჩაიარა

„მე მგონია, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს სურდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა, თუმცა აქაც ჩაერია „დიფ სთეითის“ ხელი და აშშ-ის ელჩის გარეშე ჩაიარა ამ ღონისძიებამ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნებისმიერ ელჩს უნდა, რომ სრულფასოვნად შეასრულოს საკუთარი დიპლომატიური ფუნქციები შესაბამის ქვეყანაში და ეროვნული დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრება, ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტია.
„მე მგონია, რომ მას ძალიან ენდომებოდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. რა შეიძლება იყოს ელჩისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე შესაბამისი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქვეყნის ცენტრალურ მოედანზე, თუმცა ხედავთ, რომ რაღაც გამოგონილი საბაბით - ჯერ გვითხრეს, რომ თბილისში არ იყო, შემდეგ საჯაროდ თქვეს, რომ ქვეყანაში არ იყო, აქაც პირდაპირ ჩანს „დიფ სთეითის“ ხელი, რაც აიძულებს კონკრეტულ ადამიანებს, რომ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ახსნადი არ არის, რაციონალური ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს. მე ვარაუდი გამოვთქვი, მე მგონია, რომ მას სურდა პიროვნულად, ვიცნობ მას და დადებითი წარმოდგენა მაქვს, მე მგონია, რომ მას სურდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, თუმცა აქაც ჩაერია „დიფ სთეითის“ ხელი და ხედავთ, რომ ამერიკის ელჩის გარეშე ჩაიარა ამ ღონისძიებამ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1748453196
მსოფლიომარკო რუბიო: მოუთმენლად ველით აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივ მუშაობას
ჩვენ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივ მუშაობას, რათა უზრუნველვყოთ მშვიდობიანი და კეთილდღეობით სავსე მომავალი აზერბაიჯანისა და მთელი რეგიონისთვის, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო...
1748452131
საზოგადოებავატო შაქარიშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: ნეოკონებო, კოლექტიურო ვიქტორია ნულანდებო, გაითავისეთ, რომ ეს ადამიანი თქვენზე წინ არის! იმიტომ, რომ მართალია - ამ მზაკვრული, იაფფასიანი კომბინაციებით ბიძინა ივანიშვილს ვერ დააშანტაჟებთ
ნეოკონებო, კოლექტიურო ვიქტორია ნულანდებო! გაითავისეთ, რომ წინ არის ეს ადამიანი თქვენზე, ყოველთვის წინ არის! იმიტომ, რომ მართალია მორალურადაც, პოლიტიკურადაც და ბიზნესურადაც. ამ მზაკვრული, მარტივად გამ...
1748450264
მსოფლიოსერგეი ლავროვი - რუსეთის დელეგაცია მზად არის, უკრაინას კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მემორანდუმი 2 ივნისს სტამბოლში წარუდგინოს
რუსეთის დელეგაცია მზად არის, უკრაინას კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მემორანდუმი 2 ივნისს სტამბოლში წარუდგინოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „რუსულმა მ...
1748447688
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას
ჩვენ ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე...
1748446025
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, თქვენს ქვეყანას მშვიდობას, განვითარებასა და კეთილდღეობას ვუსურვებ
„საქართველოს პარლამენტის სახელით, ვულოცავ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ასწლეულზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა ერთდრო...