მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ლიდერებზე: დემონსტრაციულად არ მივიდნენ კომისიაზე, დემონსტრაციულად ჩაიდინეს დანაშაული - რა უნდა გვითხრან უცხოელებმა?! რუსეთს ომს რატომ არ უწყებთო, იმას გვეუბნებოდნენ და დიდი ამბავი, ჯაფარიძეზე თუ შეშფოთდებიან

თვითონ გარბიან იმ ციხეში, ჩვენ ვუშვებთ? ვგულისხმობ გირაოს არ გადახდასაც და დანაშაულის დემონსტრაციულად ჩადენას. იმიტომ, რომ დაგიჭირონ, მეტი არაფრის თავი არ გაქვთ და არიქა, პოლიტპატიმრებიო იძახონ - დემონსტრაციულად არ მივიდნენ კომისიაზე, რა ჰქვია ამას? დემონსტრაციულად ჩაიდინეს დანაშაული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის ლიდერების პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, გადაცემაში "ღამის კურიერი" განაცხადა.
მისი თქმით, დაზარალებული პირების ნაამბობის მიხედვით, კონკრეტულ საქმეებზე დაყრდნობით იბარებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს. მდინარაძე აღნიშნავს იმასაც, რომ მათ მიერ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა დემოსნტარციულად დანაშაულის ჩადენაა და შესაძლოა, ამ საკითხზე უცხოელებმა სუბიექტურად ბევრი რამ თქვან, თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
""ნაცმოძრაობის" დროს რაც ხდებოდა, იმის ძალიან მცირე ნაწილი მოყვა საგამოძიებო კომისიაზე ხალხმა. ვინც გამოიკვეთა იმ კონკრეტული საქმეებიდან გამომდინარე, იქით წავიდა საგამოძიებო კომისიის მუშაობაც. ხაზარაძე, პირველმა ხუთმა თუ ექვსმა ახსენა, იმიტომაც დაუძახეს. იმ კონკრეტული საქმეებიდან გამომდინარე ვისი დაბარებაც იყო აუცილებელი და სავალდებულო, ის დაიბარეს. იმ გამოძიებას თავისი წესები აქვს, "ეს წარმოადგენდა და უფრო მეტად იყო "ნაცმოძრაობის" სახე, მოდი დავიბაროთ" - ასე ხომ არ არის? ამით სპეკულირება შეიძლება? კონკრეტულ "ქეისებში" მოუწიათ ამათ დაბარება, იმ კონკრეტულ საქმეში გამოიკვეთა ის ფიგურანტი და დაიბარეს - მერე დემონსტრაციულად არ მივიდნენ კომისიაზე, ანუ დემონსტრაციულად ჩაიდინეს დანაშაული. რა უნდა გვითხრან უცხოელებმა?! სუბიექტურად, რა თქმა უნდა, ბევრ რამეს გვეტყვიან და რაც უნდათ, ის გვითხრან. მთელი ამ წლების განმავლობაში რასაც აკეთებდნენ, იმის ფონზე, დიდი ამბავი, ჯაფარიძეზე იტყვიან თუ არა რაღაც სისულელეს, რომ პოლიტპატიმარია, რა მნიშვნელობა აქვს? მაგას კი არა, იმას გვეუბნებოდნენ, უნდა შევვარდნილიყავით, რუსეთს ომს რატომ არ უწყებთო, პირდაპირ გვეუბნებოდნენ და დიდი ამბავი, ჯაფარიძეზე თუ შეშფოთდებიან, არანაირი პრობლემა არ არის, შეშფოთდნენ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1748542620
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენი სახელმწიფოებრიობა 23 საუკუნეს ითვლის, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი დამოუკიდებლობით და ჩვენი ერით
ჩვენი სახელმწიფოებრიობა 23 საუკუნეს ითვლის, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი დამოუკიდებლობით და ჩვენი ერით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნ...
1748541689
ახალი ამბები„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ნიკა მელია დააკავეს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ნიკა მელია ლისის ტერიტორიაზე დააკავეს. „ექსკლუზივი“ ცდილობს, აღნიშნული ინფორმაცი...
1748540111
მსოფლიოიანოშ ბოკა ირაკლი კობახიძეს: გვაქვს პატივი, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში, მაშინ როცა თქვენი გაჩუმება სურთ, თქვენს გვერდით ვართ
უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ტექნიკური დახმარებითა და საწვრთნელი პროგრამებით. ჩვენ გვაქვს პრივილეგია, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში...
1748538627
ახალი ამბებიანრი ოხანაშვილი უნგრეთში ვიზიტზე: გვქონდა მაღალი დონის საინტერესო შეხვედრები, ორივე მხარე ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ
„გვქონდა მაღალი დონის საინტერესო შეხვედრები. ორივე მხარე ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა....
1748535182
ახალი ამბებიპრემიერი: ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ლოგიკურია, არ შეიძლება, სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე
„არის ოფიციალური სტრუქტურები, არიან თანამდებობის პირები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ ფორმატში გაიარონ კონსულტაციები ამერიკულ მხარესთან, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არის აბსოლუტურად ლოგიკური,...