მამუკა მდინარაძე ტრამპის და რუბიოს განცხადებებზე: გადაჭარბებული რეაქციებია - დიდი სახელმწიფოს, მეგობარი ქვეყნის ლიდერმა მოგვილოცა და თქვა ობიექტური რაღაცები, ჩვენ ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ ვართ

 „ერთ შემთხვევაშიც [მარკო რუბიოს განცხადება] და მეორე შემთხვევაშიც [დონალდ ტრამპის განცხადება], მოსახლეობის უმრავლესობის რეაქციები არის გადაჭარბებული“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.

მისი თქმით, არც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებები უნდა იყოს შეშფოთების საგანი ქართული საზოგადოებისთვის და არც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჩვეულებრივი მილოცვა და ობიექტური დამოკიდებულება უნდა იყოს გადაჭარბებულად შეფასებული.

„რუბიოს ამ წერილის ინტერპრეტაციაზე იყო შეშფოთება - რატომ თქვა ამ კაცმა ასე. და ტრამპის ერთ ჩვეულებრივ მილოცვაზე, ობიექტურ დამოკიდებულებაზე იყო რამე. პირდაპირ ვამბობ, არც აღსაფრთოვანებელია არაფერი იმაში, რომ ადამიანი ობიექტურად ამბობს სიმართლეს, მოცემულობით ვართ აღფრთოვანებული და ვაიმე, რა მაგარია - ესეც გადაზედმეტებულია. შეიძლება გული დავწყვიტო ბევრ ჩვენს მხარდამჭერსაც, მაგრამ ესეც შეიძლება გადაჭარბებული იყოს, რა მოხდა ისეთი, დიდი სახელმწიფოს, მეგობარი ქვეყნის ლიდერმა მოგვილოცა და თქვა ობიექტური რაღაცები. მანამდე, რუბიოს სიტყვების ინტერპრეტაცია, რომ ქართველ ხალხს [მიულოცა], აქაც რა არის შესაშინებელი? წინა დღეებშიც, [მარკო რუბიომ] ჟურნალისტს რაღაც პასუხი გასცა ზოგად კონტექსტში და ერთი მხრივ პანიკა, მეორე მხრივ რაღაც სიხარული - გადაჭარბებული რეაქციებია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს, საზოგადოებას დაანახოს ობიექტური რეალობა, სადაც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას, ამდენი ხნის მანძილზე, საქართველოსთან მიმართებით დამოკიდებულება ღიად არ გამოუხატავს. მდინარაძის განცხადებით, ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო გეოპოლიტიკაში საკუთარი სიტყვა უკვე თქვა და საქართველო ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ არის.

„ჩვენ გვაქვს ერთი სამწუხარო რეალობა: ობიექტურად, ვცდილობთ რომ ჩვენს მხარდამჭერებს, ზოგადად, ქართულ საზოგადოებას დავანახოთ სიმართლე. რეალურად, ცუდია ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში - არგუმენტს იშველიებენ, რომ ვერ მოიცალეს. რა ვერ მოიცალეს? არ ვართ ჩვენ ხელწამოსაკრავი ქვეყანა. ქვეყანა, რომელმაც თავისი სიტყვა თქვა, უკვე, მსოფლიო გეოპოლიტიკაში. ჩვენ არც მარტივი ქვეყანა ვართ. ჩვენთან რომ ომი დაწყებულიყო, აქ, რეგიონში, შეიძლება ბევრი რამ შეცვლილიყო. ჩვენ რომ იმ მოთხოვნებს დავთანხმებოდით, რა მოთხოვნებიც სხვადასხვა მხრიდან ისმოდა კულისებში თუ ღიად - ღია გახსოვთ, კულისების მინიშნებებიც გახსოვთ. შეიძლება ბევრი რამე შეცვლილიყო, იქ რუსეთთან მიმართებით: შეიძლება უფრო დასუსტებულიყო, უფრო გასჭირვებოდა რაღაცები, მაგრამ, ჩვენ რა დაგვემართებოდა? - სულ ვამბობდით, რატომ მიგყავარ ისეთ ომში, სადაც მე მოვკვდები და შენ რაღაც სარგებელი შეიძლება მიიღო, შეიძლება - არა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756875866

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეებში საქართველოში

სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ამინდის ცვლილებას ვარაუდობენ. ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. რაც შეეხება ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში 23-28 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში...

ამინდი

1756843965

მსოფლიო

ტრამპი: რამდენიმე კვირის წინ ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პუტინთან - თუ არაფერი გამოვა, ჩვენ განსხვავებულ პოზიციას დავიკავებთ

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის წინ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან „ძალიან კარგი შეხვედრა“ ჰქონდა. „რამდენიმე კვირის წინ ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პუტინ...

დონალდ ტრამპი და პუტინი

1756843393

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: აღმოსავლეთ საქართველოში შეინიშნება მყარი ნაწილაკების ზრდა ატმოსფერულ ჰაერში, რაც განპირობებულია უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით

 „2 სექტემბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა ატმოსფერულ ჰაერში. აღნიშნული პროცესი ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთ-აღმოსა...

გარემოს ეროვნული სააგენტო

1756841024

საზოგადოება

პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა განიხილა

 პარლამენტმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შე...

საგამოძიებო კომის

1756838842

მსოფლიო

მარკ რუტე: რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ევროპის ყველა ქვეყნისთვის

 ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ევროპის ყველა ქვეყნისთვის. რუტემ ასევე ახსენა ბოლოდროინდელი ინციდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავთან დაკავშირე...

მარკ რუტე