ირაკლი ნადარეიშვილი: სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მთლიანად ფოკუსირდა მცირე და საშუალო სექტორის განვითარებაზე, 20 000-ზე მეტმა მეწარმემ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღო ამ წლების განმავლობაში
„ჩვენ ავიღეთ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და რეალურად შევქმენით ეკოსისტემა, სადაც მეწარმეს ხელმისაწვდომობა აქვს განვითარების ყველა ეტაპზე სახელმწიფოს სხვადასხვა მხარდაჭერის ინსტრუმენტზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა გადაცემა „იმედიLIVE“-ში.
მინისტრის მოადგილემ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ მისი შექმნით, 2014 წლიდან საქართველოს მთავრობამ გადადგა პირველი რეალური ნაბიჯი კერძო სექტორის სისტემური და გრძელვადიანი მხარდაჭერის მიმართულებით.
„სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მთლიანად ფოკუსირდა მცირე და საშუალო სექტორის განვითარებაზე. საკმაოდ ამბიციური გეგმა იყო, ვინაიდან ეს არის ჩვენი ეკონომიკის უდიდესი ნაწილი, დღესაც თითქმის 60%-ს წარმოადგენს მცირე და საშუალო სექტორის გამოშვება და დასაქმება. ის გამოწვევები, რაც არსებობდა, თავმოყრილი იყო ძირითადად ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფინანსური, ასევე, სხვა ინსტრუმენტების მნიშვნელობას.
„ეს არის ძირითადად ფინანსური ინსტრუმენტები, ვინაიდან ეს იყო მთავარი გამოწვევა, თუმცა, გვქონდა არაფინანსური ინსტრუმენტებიც. რეალურად, 20 000-ზე მეტმა მეწარმემ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღო ამ წლების განმავლობაში. ეს არის 90 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და 8.5 მილიარდი ლარი ინვესტიციის მხარდაჭერა, რომელიც განხორციელდა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ეს რიცხვები, თავისთავად ითარგმნება მაკროეკონომიკურ პარამეტრებში.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ორჯერ გაზრდილ ექსპორტზე, ისევ და ისევ მხოლოდ მცირე და საშუალო სექტორზე ვლაპარაკობთ. ეს არის ოთხჯერ გაზრდილი გამოშვება, ბანკების მხრიდან ამ სექტორის ექვსჯერ გაზრდილი სასესხო უზრუნველყოფა, რომელიც 5 მილიარდიდან 30 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 30 მილიარდი არის ის სასესხო რესურსი, რომელიც დღეს 2025 წლის მონაცემებით, მცირე და საშუალო სექტორზე იქნა ფინანსური ინსტიტუტებიდან გამოყოფილი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა პროგრამის ფართო საერთაშორისო აღიარებას, მათ შორის, 2024 წელს OECD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსის რეიტინგში.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უპირობო პირველი ადგილი მივიღეთ, 12 კრიტერიუმიდან საქართველომ 11-ში პირველი ადგილი აიღო“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
1793179022
ახალი ამბებიაჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე რეგიონის მთავრობის წევრებთან და ეკონომიკის მინისტრთან ერთად ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე დარგის მიმდინარე მაჩვენებლები და შემოდგომა-...
1793177519
საზოგადოებაკახა კალაძე „რიყე დომისთვის“ მშენებლობის ნებართვაზე: ეს არის ტყუილი, რასაც ერთდღიანი პიარკამპანიისთვის იყენებენ, იგონებენ რაღაცებს და მერე თვითონვე იფუშებიან
ტყუილია, ქალაქის მერიაში არანაირი მსგავსი პროექტი რიყის დოქების მფლობელი კომპანიისგან არ შემოსულა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან იურისტ ირაკლი აბესაძის მიერ გავრცელებულ ინფორმა...
1793175960
საზოგადოებაკახა კალაძე: უკრაინაში ბოლო 3 წლის განმავლობაში 22 პარტია, მოლდოვაში - 8, ევროპაში კი ბოლო ათწლეულების განმავლობაში 150-მდე პარტია აიკრძალა
„პოლიტიკურ პარტიები არ და ვერ აწარმოებენ გარე ძალების დავალებებს, რაც ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვ...
1793175412
ახალი ამბებიკახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე: კარგია, რომ ისინი ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ჰუმანურობა კი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია
„4 ოქტომბერს შეეცადნენ სისრულეში მოეყვანათ სახელმწიფო გადატრიალების გეგმა, რასაც იქამდე ღიად ამბობდნენ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს დროულად“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე...
1793175074
ახალი ამბებიკახა კალაძე გიგაური-ჩერგოლეიშვილის დაპირისპირებაზე: ჩვენ ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ არ არსებობდა არანაირი არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური პარტიები - ეს იყო ერთი ძალა
„ჩვენ ხომ ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები - ეს იყო ერთი ძალა. უბრალოდ, სხვადასხვა სახელი ჰქონდათ დარქმეული, რადგან ასე სჭირდებოდათ თავ...




























