ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველომ თავისი სამშვიდობო პოლიტიკით მოახერხა, რომ შუა დერეფანი გახადა სიცოცხლისუნარიან, ქმედითუნარიან და განვითარების დერეფნად, ეს უნდათ თუ არ უნდათ დღეს გარკვეულ ჩინოსნებს ევროკავშირში, ეს ის რეალობაა
„დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ ირანში ომის დაწყების შემდეგ, თითქმის ყველა თვითმფრინავი სამხრეთ კავკასიის გავლით დაფრინავს და სწორედ შუა დერეფნის მეშვეობით ევროკავშირს შეუძლია, საკუთარი ვაჭრობა, ენერგია და ციფრული კავშირგაბმულობა უსაფრთხო გახადოს.
„პოლიტიკური რიტორიკა, რაც არ უნდა დახვეწილები იყვნენ ამ რიტორიკაში, გეოგრაფიას ვერ შეცვლის. შავ ზღვაზე გამავალი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში არის საქართველო. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ამ რეალობის შეცვლის უნარი მათ არ გააჩნიათ. ერთადერთი, ვინც ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა და ჩვენი შავი ზღვის სანაპირო ნაწილის ოკუპაცია მოახდინა არის რუსეთი.
კარგია თუ ისინი დანარჩენ საქართველოს იგნორირებას თავს დაანებებენ და ამ მხრივ ერთგვარ უნისონში არ იქნებიან ოკუპანტის რიტორიკასთან.
საქართველომ, თავისი სამშვიდობო პოლიტიკით მოახერხა, რომ შუა დერეფანი გახადა სიცოცხლისუნარიან, ქმედითუნარიან და განვითარების დერეფნად. ეს უნდათ თუ არ უნდათ დღეს გარკვეულ ჩინოსნებს ევროკავშირში, ეს ის რეალობაა, რომელ რეალობასაც მათ თვალი უნდა გაუსწორონ.
მათი ინტერესი უნდა იყოს ის, რომ ამ ქვეყანას მართავდეს ის, ვინც მათ სურთ, არამედ მართავდეს ის ხელისუფლება, რომელსაც ირჩევს ხალხი და რომელიც სწორედ უზრუნველყოფს მათთვის სასიცოცხლო, მათ შორის ამ დერეფნის ფუნქციონირებას, არსებობას და მშვიდობით შენარჩუნებას იმ მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რაც ჩვენი რეგიონის გარშემო არის განვითარებული.
მინდა ვივარაუდო, რომ ევროკავშირში პოლიტიკის უფრო ღრმა, გონივრული და შორსმჭვრეტელი ხედვა გაიმარჯვებს და არა ვიწრო, პოლიტიკური მკაფიოდ იდეოლოგიური მიდგომები“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
1782223863
მსოფლიოვაშინგტონში ისრაელსა და ლიბანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო
ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო, - განაცხადა აშშ-ში ისრაელის საელჩომ. მათივე ცნობით, დღევანდელი სესია პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებს დაე...
1782221959
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩიეს
საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი აირჩია. გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე მიიღეს. „ხალხის ძალის“ ცნობით, დავით...
1782221822
საზოგადოებაპარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექ...
1782220321
საზოგადოებალევან მაჭავარიანი მარტა კოსის განცხადებაზე: მისასალმებელია, რომ როგორც იქნა, ბრიუსელმა რუკას დახედა. ჰოდა, იქ რა რეალობაც დახვდა, იმას ვერ გაექცევა
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ ირანში ომის დაწყების შემდეგ, თ...
1782219968
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6480 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6487 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...





























