პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები ხორციელდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტისა და გამოყენების სამართლებრივი რეგულირების მიმართულებით.
მკაცრი სახელმწიფო კონტროლის პირობებში, საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი და მათი გადამუშავება მხოლოდ ცხოველის საკვების წარმოების მიზნით. აღნიშნული საქმიანობა სავალდებულო ლიცენზირებას დაექვემდებარება. ცვლილების თანახმად, შესაბამისი ლიცენზია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებულ იმ ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე გაიცემა, რომლებიც ევროკავშირის გენმოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველთა საკვების რეესტრში არის რეგისტრირებული. ამასთან, კვლავ დაუშვებელი იქნება ცოცხალი გენმოდიფიცირებული სიმინდის, ხორბლისა და ვაზის იმპორტი.
აღნიშნული საქმიანობა სახელმწიფო ზედამხედველობას დაექვემდებარება, რაც მკაცრი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას უზრუნველყოფს ცხოველის საკვების წარმოების მიზნით ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და გადამუშავების ყველა ეტაპზე.
პარლამენტმა წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, პირველი მოსმენით, 74 ხმით მიიღო.
1782225209
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტური მონიტორინგის მიმართულებით, განსაკუთრებით გამოვყოფდი პარლამენტში ინიცირებულ რეფორმებს საჯარო შესყიდვებში
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, საჯარო სერვისების გაეროს ფორუმის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე - სახელმწიფო ანგარიშვალდებულების გაძლიერება ზედა...
1782223863
მსოფლიოვაშინგტონში ისრაელსა და ლიბანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო
ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო, - განაცხადა აშშ-ში ისრაელის საელჩომ. მათივე ცნობით, დღევანდელი სესია პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებს დაე...
1782221959
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩიეს
საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი აირჩია. გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე მიიღეს. „ხალხის ძალის“ ცნობით, დავით...
1782220321
საზოგადოებალევან მაჭავარიანი მარტა კოსის განცხადებაზე: მისასალმებელია, რომ როგორც იქნა, ბრიუსელმა რუკას დახედა. ჰოდა, იქ რა რეალობაც დახვდა, იმას ვერ გაექცევა
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ ირანში ომის დაწყების შემდეგ, თ...
1782219968
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6480 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6487 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...






























