ლევან მაჭავარიანი: რეზოლუციები ვიდრე გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე მათ არანაირი ფასი არ ექნება და ყურადღებას არ მივაქცევთ
„რეზოლუციები ვიდრე გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე არანაირი ფასი არ ექნება და ამას ყურადღებას არ მივაქცევთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანს კითხვა დაუსვეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 24 ივნისს დაგეგმილ საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება“.
„ვიდრე ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი ქვეყნის მიმართ ასეთი უსამართლო მიდგომა გაგრძელდება, ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბარი ძალიან რთული იქნება. ბრიუსელი უნდა შეეგუოს, რომ მიუხედავად ასეთი უპრეცედენტო ჩარევისა, მათ „ქართული ოცნება“ არჩევნების გზით ვერ შეცვალეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ხუთჯერ დააფინანსეს რევოლუცია, ვერც რევოლუციის გზით შეცვალეს „ქართული ოცნება“. უნდა დასხდნენ და ჩვენთან ისაუბრონ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენი სურვილით დავტოვეთ - დათქმა იყო, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩაგვეტარებინა, რისი საფუძველიც არ არსებობს.
არჩევნების ე.წ. გაყალბებასთან დაკავშირებით ვინმეს რაიმე მტკიცებულება თუ აქვს, წარმოადგინონ, ამას ვითხოვთ. ორი წელი ისე გავიდა, რომ ფიზიკურად ერთი მტკიცებულებაც ვერავინ წარმოადგინა. როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მაინც გვთხოვს, ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროთო, ეს ჩვენი სუვერენიტეტის უპატივცემულობაა. ამის ფონზე, ჩვენთვის საინტერესო არ არის, რა რეზოლუციას მიიღებენ.
რეზოლუციებს, რომელსაც ევროპარლამენტი თუ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს, ერთი და იგივე მესიჯბოქსითაა გაჟღენთილი. ვიდრე რეზოლუციები გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე ამ რეზოლუციებს არანაირი ფასი არ ექნება და ამას ყურადღებას არ მივაქცევ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
1782225577
ახალი ამბებიპარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. საკითხზე მომხსენ...
1782225450
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: საქართველომ თავისი სამშვიდობო პოლიტიკით მოახერხა, რომ შუა დერეფანი გახადა სიცოცხლისუნარიან, ქმედითუნარიან და განვითარების დერეფნად, ეს უნდათ თუ არ უნდათ დღეს გარკვეულ ჩინოსნებს ევროკავშირში, ეს ის რეალობაა
„დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშ...
1782225209
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტური მონიტორინგის მიმართულებით, განსაკუთრებით გამოვყოფდი პარლამენტში ინიცირებულ რეფორმებს საჯარო შესყიდვებში
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, საჯარო სერვისების გაეროს ფორუმის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე - სახელმწიფო ანგარიშვალდებულების გაძლიერება ზედა...
1782223863
მსოფლიოვაშინგტონში ისრაელსა და ლიბანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო
ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო, - განაცხადა აშშ-ში ისრაელის საელჩომ. მათივე ცნობით, დღევანდელი სესია პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებს დაე...
1782221959
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩიეს
საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი აირჩია. გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე მიიღეს. „ხალხის ძალის“ ცნობით, დავით...































