კახა კალაძე პოლონეთის ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის გადაცემაზე: გულდასაწყვეტია, რომ საქართველოში, რომელიც პოლონეთის მეგობარი ქვეყანაა, შეტევა მიდის ქართულ ეკლესიაზე
„პოლონეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და გულდასაწყვეტია, როდესაც ამ ტიპის ქმედებებს აქვს ადგილი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის დაარსებასა და მის პირველ გადაცემაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, კიდევ უფრო გასაკვირია ის, რომ ეს ყველაფერი პოლონეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
„გულდასაწყვეტია ამ ტიპის ქმედებები, პოლონეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. კიდევ უფრო გასაკვირი იყო ის, რომ ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მიმართულია იმისკენ, რომ სხვა ქვეყანაში, ამ შემთხვევაში საქართველოში, რომელიც არის პოლონეთის მეგობარი ქვეყანა, პირდაპირ შეტევა მიდის ქართულ ეკლესიაზე. შემჩნეულები არიან მტრულ საქმიანობაში, ეს ყველაფერი გულდასაწყვეტია. ალბათ, მოვისმენთ განმარტებას და გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯი, რომ ყველაფერი იყოს დარეგულირებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მან ისაუბრა ბოლო წლებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ
შესაბამისი სამსახურები არიან მოწოდების სიმაღლეზე და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ გარედან ჩარევითა და დაფინანსებით საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ.
„ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ ის ყველაფერი, რასაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ვხედავდით, იყო თავსმოხვეული გარე აქტორების ჩართულობით, დაფინანსებით. მათი მხარდაჭერით ხდებოდა ქართველი ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირება, პოლარიზაციისა და შუღლის გაღვივება. თუკი რაიმე სიბინძურესთან იყო დაკავშირებული, რა თქმა უნდა, გარედან თავსმოხვეული და პირდაპირ დაფინანსებული იყო უცხოური ფონდების ან სახელმწიფოების მხრიდან. ამის არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, იგივე თუნდაც რევოლუციისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები და ა.შ.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვხედავთ, ვაკვირდებით, შესაბამისი სამსახურები არიან მოწოდების სიმაღლეზე და არავის მივცემთ იმის უფლებას და შესაძლებლობას, რომ გარედან ჩარევებითა და დაფინანსებით, საქართველოში მოაწყონ დაპირისპირება, სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუციები“, - განაცხადა თბილისის მერმა.
1777554567
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6916 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6920 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1777554567
საზოგადოებაპარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს - კომისია დასკვნას 1 მაისს წარადგენს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, ნავთობკომპანიების მონაწილეობით, საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის...
1777552876
ახალი ამბებივოლსკი: ოპოზიციაში ერთმანეთს უპირისპირდებიან, ვის შეუძლია, საქართველო მეტად დააზიანოს, ეს ადამიანები ქვეყნის დანგრევის ამოცანას მიმართავენ, რასაც აღარც მალავენ
ოპოზიციაში ერთმანეთს უპირისპირდებიან იმაზე, ვის შეუძლია, საქართველო მეტად დააზიანოს. ეს ადამიანები ქვეყნის დანგრევის ამოცანას მიმართავენ და ამას აღარც მალავენ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე...
1777551400
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მშვიდობა არ არის შემთხვევითობა, მშვიდობა არის შედეგი, ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი
„მშვიდობა არ არის შემთხვევითობა. მშვიდობა არის შედეგი. ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი. სწორედ ასეთ პირობებში...
1777550474
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის, ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული მოქალაქისთვის
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს - დღეს, რომელიც სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეროვნული ღირსების განცდას და მომავალზე პასუხისმგებლობას. ეს დღე არის პატივისც...



























