კახა კალაძემ ნათელა ვაშაკიძეს 100 წლის იუბილე მიულოცა

თბილისის მერი კახა კალაძე ფარმაცევტ ნათელა ვაშაკიძეს ესტუმრა და 100 წლის იუბილე პირადად მიულოცა. დედაქალაქის მერმა იუბილარს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიის „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, ნათელა ვაშაკიძეს 10 000 ლარი ჩაერიცხება.

„მთელი გულით გილოცავთ 100 წლის იუბილეს, დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ. სიხარული, ხვავი, ბარაქა და ბედნიერება არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახს. როგორც იცით, თბილისის მერია ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც 100 და მეტი წლის მოქალაქეებს 10 000 ლარით ასაჩუქრებს. იმედი მაქვს, 100 წლის და უფროსი ასაკის რაც შეიძლება ბევრი მოქალაქე ეყოლება თბილისს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავად ნათელა ვაშაკიძემ თბილისის მერს გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხანგრძლივად სიცოცხლის საიდუმლო სამშობლოს სიყვარულია.

„წარმოშობით სამტრედიის რაიონიდან ვარ და განსაკუთრებით მეამაყება, ასეთი წარმატებული მერი რომ ჰყავს ჩვენს დედაქალაქს. ჩემი ნატვრა იყო, შეგხვედროდით, რომ დამელოცეთ და მადლობა მეთქვა იმ საქმეებისთვის, რასაც აკეთებთ. დღეს ეს ნატვრა შემისრულდა, თქვენ თავად მესტუმრეთ. 64 წელი ვიმუშავე, მეამაყება ჩემი განვლილი გზა. ასეთი ბედნიერი დღე დამიდგა. მადლობა ყველას, ვინც მობრძანდით და ჩემი სიხარული გაიზიარეთ. ვისაც სამშობლო უყვარს, ვინც თავისი ქვეყნისთვის ნამდვილად იბრძვის, უფალს ვთხოვ, რომ ბედნიერად და ჯანმრთელად იყოს“, - განაცხადა ნათელა ვაშაკიძემ.

თბილისის მერიამ მიმდინარე წელს შესაბამისი პროგრამის ბენეფიტი 10-ჯერ გაზარდა. 10 000-ლარიან ფულად დახმარებას თბილისში რეგისტრირებული ის ხანდაზმულები იღებენ, რომელთაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში 100 და მეტი წელი შეუსრულდებათ.

მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა, თანხის მისაღებად, თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს 100 წელს მიღწეული მოქალაქის პირადობის მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი. იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში, დამატებით საჭიროა იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი.

ფულადი დახმარება ირიცხება ხანდაზმული პირის საბანკო ანგარიშზე, მომსახურე ბანკიდან პირის მიერ ანგარიშის გახსნის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ. იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც 2025 წლამდე უკვე ისარგებლეს მერიის აღნიშნული პროგრამით, განცხადების დაწერა აღარ უწევთ და ბენეფიტი პირდაპირ ჩაერიცხებათ.

დედაქალაქის მერთან ერთად, 100 წლის იუბილართან სტუმრად ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756876110

ახალი ამბები

პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული მ.ლ. დ...

დაკავება, პოლიცია

1756875866

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეებში საქართველოში

სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ამინდის ცვლილებას ვარაუდობენ. ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. რაც შეეხება ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში 23-28 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში...

ამინდი

1756843965

მსოფლიო

ტრამპი: რამდენიმე კვირის წინ ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პუტინთან - თუ არაფერი გამოვა, ჩვენ განსხვავებულ პოზიციას დავიკავებთ

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის წინ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან „ძალიან კარგი შეხვედრა“ ჰქონდა. „რამდენიმე კვირის წინ ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პუტინ...

დონალდ ტრამპი და პუტინი

1756843393

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: აღმოსავლეთ საქართველოში შეინიშნება მყარი ნაწილაკების ზრდა ატმოსფერულ ჰაერში, რაც განპირობებულია უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით

 „2 სექტემბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა ატმოსფერულ ჰაერში. აღნიშნული პროცესი ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთ-აღმოსა...

გარემოს ეროვნული სააგენტო

1756841024

საზოგადოება

პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა განიხილა

 პარლამენტმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შე...

საგამოძიებო კომის