პოლიციამ ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით 1999 წელს დაბადებული გ.ო. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დასაქმებული იყო თბილისში, ერთ-ერთ საკანცელარიო მომსახურების ობიექტში, სადაც შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით სხვადასხვა სახის დოკუმენტის, მათ შორის შინაგან საქმეთა
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობასა და თბილისის მერიის ავტომობილის საშვს აყალბებდა.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამართალდამცველებმა გ.ო.-სგან გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყალბი დოკუმენტაცია შეიძინეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს. დაკავებულის სამუშაო ოფისის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია პერსონალური კომპიუტერები და სპეციალური ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც იგი ყალბი დოკუმენტების დამზადებას ახდენდა. ასევე, ამოღებულია ყალბი მართვის მოწმობა და მართვის მოწმობის დამზადებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყალბი დოკუმენტის დამზადებასა და გასაღებას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756885329

ახალი ამბები

თბილისის მერია მუნიციპალური ავტობუსების მძღოლების პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

თბილისის მერია მუნიციპალური ავტობუსების მძღოლის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსს აცხადებს. როგორც დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, დაინტერესებულ პი...

ავტობუსი

1756883371

ახალი ამბები

პოლიციამ აჭარაში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა...

 დაკავებულია 1 პირი

1756882461

ახალი ამბები

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის ცენტრალური შტაბი დღეს გაიხსნება

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის ცენტრალური შტაბი დღეს გაიხსნება. „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება 20:00 საათზე, მელიქიშვილის #21-შია დაგეგმილი...

კახა კალაძე

1756880128

ახალი ამბები

ანა წითლიძე: 2015 წელს ალასანიას წასვლის შემდეგ „რესპუბლიკელებმა“ მოიშორეს კონკურენტი - ხიდაშელს ეს ისე გაუხარდა, იმიტომ, რომ თავდაცვის მინისტრი მერე ეგ გახდა, გიჟებივით დახამდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ, გადაცემაში „პოზიცია“ გაიხსენა 2015 წელს ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან 2014 წლის 4...

ანა წითლიძე

1756878468

ახალი ამბები

დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტს დადგენილებას დღეს წარუდგენს

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შემსწავლელი კომისია პარლამენტს დღეს დადგენილებას წარუდგენს. მმართველ გუნდში აქვთ მოლოდინი, რომ პარლამენტი დოკუმენტს ხმათა უმრავლესობით მიიღებს, რის შემდეგაც საკონსტიტუც...

 პარლამენტი