ლევან მაჭავარიანი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: გრძელდება გაბუტვის რეჟიმი, საუბრობენ „შუა დერეფანზე“, არ საუბრობენ საქართველოზე, რომელიც საკვანძო ქვეყანაა შუა კორიდორში, რა თქმა უნდა, ეს საბავშვო ბაღი ადრე თუ გვიან დამთავრდება
„ესეც არის გაბუტული რეჟიმის ნაწილი და ისინი ვერ გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან და ვერ გვპატიობენ, რომ ჩვენ არ გამოვაყენებინეთ საქართველო პროქსი ქვეყნად ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ბრიუსელში გამართულ შეხვედრას, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროპული კავშირის სტრატეგიული მიდგომის საკითხზე, ისე იმსჯელეს, რომ საქართველო არ უხსენებიათ.
ლევან მაჭავარიანის თქმით, კონკრეტული ევრობიუროკრატები ამ ფორმით საქართველოს დასჯას ცდილობენ.
„გრძელდება გაბუტვის რეჟიმი. საუბრობენ შავი ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებზე და ახსენებენ ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც შავი ზღვა არ ესაზღვრება. საქართველოს ტოვებენ. საუბრობენ „შუა დერეფანზე“, არ საუბრობენ საქართველოზე, რომელიც საკვანძო ქვეყანაა შუა კორიდორში. რა თქმა უნდა ეს საბავშვო ბაღი ადრე თუ გვიან დამთავრდება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1785164553
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო სექტორის განვითარება ახალ ეტაპზე არის გადასული
„ყველა მიმართულებით და ყველა რეჟიმში გვაქვს ზრდა, ეს იქნება იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, თუ ადგილობრივი გადაზიდვები და ეს ცალსახად არის იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებ...
1785163919
ახალი ამბები27 ივლისის 18:00 სთ-დან 28 ივლისის 22:00 სთ-მდე სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ246-კმ247-ში არსებულ სამტრედიის სატრანსპორ...
1785162694
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ევროკავშირში ყველაზე დიდი პოზიტიური ნაწილი არის ის, რომ დიდ და პატარა ქვეყანას აფასებენ მისი შესაძლებლობებით, სწორი წინადადება თქვას ევროკავშირის მომავლისთვის რაც იქნება კარგი
„ევროკავშირში ყველაზე დიდი პოზიტიური ნაწილი არის ის, რომ დიდ და პატარა ქვეყანას აფასებენ მისი შესაძლებლობებით, სწორი წინადადება თქვას ევროკავშირის მომავლისთვის რაც იქნება კარგი. არა იმით, ვის უფრო დიდ...
1785161851
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არის ნეგატიური, რადგან მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც ხელოვნურად შეგვიქმნეს, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის მომავალი უნდა იყოს ისეთი, რომლისკენ მისწრაფებაც არაფერმა უნდა შეაჩეროს
„თვითონ ევროკავშირის პრინციპი რაც არის, რომ ყველა ქვეყანა ერთიანია, დიდიც და პატარაც, განიზომება არა კუნთის სიდიდით, არამედ თავისი ინტელექტით, მიღწევებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით და სისტემებით...
1785160590
ახალი ამბებილაშა აბაშიძე: სატვირთო ელმავლების საერთაშორისო ტენდერში ძირითადი კრიტერიუმია ფასი, ხარისხი და გამოცდილება - ეს არის ისტორიული ტენდერი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რკინიგზას ამ მასშტაბის ტენდერი არ ჰქონია
„ეს არის ისტორიული ტენდერი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რკინიგზას ამ მასშტაბის ტენდერი არ ჰქონია. ტენდერი მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამოცხადდა. ვგეგმავთ სალოკომი...































