ლევან მაჭავარიანი: ჩვენი პოლიცია მოქმედებს გაცილებით მაღალი სტანდარტით, ვიდრე ისეთი წამყვანი ქვეყნის პოლიცია, როგორიც არის - საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი და აშშ

„ჩვენი პოლიცია მოქმედებს გაცილებით მაღალი სტანდარტით, ვიდრე ისეთი წამყვანი ქვეყნის პოლიცია, როგორიც არის - საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი და აშშ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, თავიანთ ქვეყანაში იმის მეასედიც რომ მომხდარიყო, რაც საქართველოში ნოემბრის აქციების პირველ დღეებში მოხდა, ამ ყველაფერს ძალადობრივს უწოდებდნენ.
„ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ, ორი დღის წინ იყო მე მგონი, ვიხილეთ საზარელი კადრები პარიზში, სადაც პარლამენტზე შტურმი კი არ ხორციელდებოდა, ქვეყნის გადატრიალების მცდელობა კი არ იყო, როგორც ეს ჩვენთან იყო ნოემბრის აქციების პირველ დღეებში, იქ უბრალოდ პროფკავშირების აქციები იყო ხელფასებთან და მსგავს თემებთან დაკავშირებით და ახალგაზრდა გოგოებს ბიტებით უსწორდებოდნენ.
პირდაპირ ეთერში ვნახეთ ეს კადრები. პოლიციას ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, აგინებდნენ უშვერი სიტყვებით, ესროდნენ პიროტექნიკას და ამ ყველაფერს უწოდებდნენ მშვიდობიან და თავიანთ ქვეყანაში ამის მეასედიც რომ მომხდარიყო, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ძალადობრივს უწოდებდნენ“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.
1746295333
საზოგადოებალევან მურუსიძე: დარწმუნებული ვარ, სასამართლო იქნება მტკიცე. ეს სანქციები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. რაც მეტი ზეწოლა იქნება სასამართლო სისტემაზე, უფრო მედგრად იდგება
რეალური მიზეზი ის კი არ არის, რომ ვიღაცას კორუფცია აინტერესებს, რეალური მიზეზი არის, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, ლევან მურ...
1746292522
საზოგადოებაზურა ხიზანიშვილი და სალომე ღვინიაშვილი ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ზურა ხიზანიშვილი და მისი მეუღლე სალომე ღვინიაშვილი ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერის...
1746290616
საზოგადოებაალექსანდრე ჩივაძე: სამწუხაროდ, ჩემს გვერდზე აღარ არიან დიდი ფეხბურთელები, მთელი მწვრთნელთა პლეადა. ჩვენ, ვეტერანები ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე ვდგავართ და დიდი იმედი მაქვს, რომ ბიჭები დიდ წარმატებას მიაღწევენ
სამწუხაროდ, ჩემს გვერდზე აღარ არიან დიდი ფეხბურთელები, მთელი მწვრთნელთა პლეადა, - განუცხადა ჟურნალისტებს ვეტერანმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ჩივაძემ მის 70 წლის საიუბილეო საღამოზე. ალექსანდრე ჩივაძის თქმ...
1746288065
საზოგადოებადედაქალაქის მერმა ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, ალექსანდრე ჩივაძეს 70 წლის იუბილე მიულოცა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, თბილისის „დინამოს“ გამორჩეული კაპიტნის, ალექსანდრე ჩივაძის საიუბილეო საღამოს დაესწრო და ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს 70 წლის იუბილე მიულოცა. კახა კალაძემ მოწვეულ სტუმრებ...
1746286625
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ალექსანდრე ჩივაძის განსაკუთრებული წვლილია, დღეს ჩვენი ფეხბურთი რომ ასეთი წარმატებულია, მადლობა მას ყველაფრისთვის, რაც ქართული ფეხბურთისა და ქვეყნისთვის გააკეთა
საფეხბურთო ისტორიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ქვეყანას ჰქონდეს მდიდარი საფეხბურთო ისტორია და ამ ისტორიის შექმნაში ალექსანდრე ჩივაძეს აქვს განსაკუთრებულზე განსაკუთრებული წვლილი შეტანილი, - განა...