ლევან მახაშვილი: მოვლენებს წინ აღარ გავუსწრებ და არ ვიტყვი, რა, როგორ იქნება, მაგრამ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები აღდგენილია

მოვლენებს წინ აღარ გავუსწრებ და აღარ ვიტყვი, რა და როგორ იქნება, მაგრამ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები აღდგენილია, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკისა და განათლების მიმართულებით არსებითი ნაბიჯები გადაიდგა, რათა „გაყინული ურთიერთობები აღედგინათ“.

„ჩვენთვის სასურველი წერტილია, როცა შევძლებთ, ვთქვათ, რომ ეს არის ის დონე, რაც გვაკმაყოფილებს და რაც სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაა. იმედია, მაისში მოვლენების რა განვითარების მოლოდინიც გვაქვს, ამ პროცესს არსებითად ხელს შეუწყობს.

როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკისა და განათლების მიმართულებით არსებითი ნაბიჯები იყო გადადგმული, რათა აღგვედგინა გაყინული ურთიერთობები, რაც წინა ადმინისტრაციამ დაგვიტოვა და გველაპარაკა შემდეგ ნაბიჯებზე. იმედია, მაისის ვიზიტი თუ შეხვედრები ამ პროცესს ხელს შეუწყობს.

აპრილში იყო ვიზიტი, ზარი და ასე შემდეგ. პოლიტიკური ნება არსებობს და სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. 12 მაისის თუ 25 მაისის დასახელებას აზრი არ აქვს, ყინული დაძრულია, ვცდილობთ, ურთიერთობა გაგრძელდეს“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777554567

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6916 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6920 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარი, ვალუტა

1777554567

საზოგადოება

პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს - კომისია დასკვნას 1 მაისს წარადგენს

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, ნავთობკომპანიების მონაწილეობით, საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის...

შოთა ბერეკაშვილ

1777552876

ახალი ამბები

ვოლსკი: ოპოზიციაში ერთმანეთს უპირისპირდებიან, ვის შეუძლია, საქართველო მეტად დააზიანოს, ეს ადამიანები ქვეყნის დანგრევის ამოცანას მიმართავენ, რასაც აღარც მალავენ

ოპოზიციაში ერთმანეთს უპირისპირდებიან იმაზე, ვის შეუძლია, საქართველო მეტად დააზიანოს. ეს ადამიანები ქვეყნის დანგრევის ამოცანას მიმართავენ და ამას აღარც მალავენ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე...

გია ვოლსკი

1777551400

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: მშვიდობა არ არის შემთხვევითობა, მშვიდობა არის შედეგი, ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი

„მშვიდობა არ არის შემთხვევითობა. მშვიდობა არის შედეგი. ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი. სწორედ ასეთ პირობებში...

შალვა პაპუაშვილი

1777550474

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის, ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული მოქალაქისთვის

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს - დღეს, რომელიც სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეროვნული ღირსების განცდას და მომავალზე პასუხისმგებლობას. ეს დღე არის პატივისც...

შალვა პაპუაშვილი