მაია ბითაძე 26 მაისზე: ეროვნული დღესასწაული აღინიშნება ისე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს შეეფერება, ეს არის ის დღე, რომლის დაჩრდილვას ვერანაირი რადიკალიზაცია ვერ შეძლებს

ეროვნული დღესასწაული აღინიშნება ისე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს შეეფერება. ამასთან დაკავშირებით, როგორც პრემიერ - მინისტრის განცხადება იყო, ასევე, ჩვენი გაცხადებული პოზიცია, რომ ეს არის ის დღე, რომლის დაჩრდილვას ვერანაირი რადიკალიზაცია ვერ შეძლებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის დაანონსებულ რადიკალურ ქმედებებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რა სურს ოპოზიციას, თუმცა ქვეყანაში დესტაბილიზაციას ხელისუფლება არ დაუშვებს.
„რა სურს რადიკალურ ოპოზიციას, ეს ძალიან კარგად გახმოვანდა იმ მესიჯებში, რომელიც რამდენიმე პოლიტიკოსმა გააჟღერა და პრაქტიკულად პირდაპირ მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას თავგანწირვისკენ, მათ შორის სიცოცხლის დათმობისკენ. და გაურკვეველია, რისთვის ათმობინებენ ამ ადამიანებს სიცოცხლეს, როდესაც პირველად, ამდენი წლის განმავლობაში საქართველოში გვყავს ხელისუფლება, რომელმაც შეინარჩუნა მშვიდობა, რაც მათთვის ქილიკად ქცეულ ტერმინად არის გადაქცეული. პირველად გვყავს ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკა წაიყვანოს აღმავალი გზით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით თუ როგორია დიდი სახელმწიფოების ინტერესი ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოების მიმართ. მათ შორის იმ დერეფნის გათვალისწინებით, რასაც ჩვენ „შუა დერეფანს“ ვუწოდებთ, რომელიც ზუსტად ამ დიდი სახელმწიფოების ინტერესის საგანია. და ეს ადამიანები გვიბიძგებენ იმისკენ, რომ რაღაც რადიკალიზაცია მოვახდინოთ, ახალი სპექტაკლები დავდგათ, ადამიანებმა ერთმანეთი დააზიანონ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
კითხვაზე: მოსალოდნელია თუ არა სიტუაციის გამწვავება, მაია ბითაძე აცხადებს, რომ თავად ოპოზიციაშივე არის აზრთა სხვადასხვაობა 26 მაისის რადიკალიზაციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ოპოზიციას არაფერთან მიმართებით არ აქვს გეგმა. მათი ერთადერთი მიზანი რადიკალიზმია და შემდეგ რა იქნება არ აინტერესებთ.
„არ ველოდები [სიტუაციის] გამწვავებას. რადიკალურ ოპოზიციას არც ერთიანი მიზანი აქვს, არც ერთიანი ხედვა არ აქვს. ერთი რამ სურთ ამ ადამიანებს, რომ ძალადობრივი გზით, არეულობით, უბედურებით ამ ქვეყანაში ქაოსის და აპოკალიფსის სცენარის განხორციელებით დაამხონ ხელისუფლება. და შემდგომ სულ ერთია რა მოვლენები განვითარდება. მათ არ აქვთ გეგმა და არც ჰქონიათ გეგმა. ახლა რაღაც საბავშვო ბაღის თამაშს ვთამაშობთ, ტელეფონებით არჩევნების ჩატარების კომიკურ მესიჯებთან მიმართებით“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
1747848544
სპორტიხვიჩა კვარაცხელია - საქართველომ ყველაფერი მომცა, ვამაყობ, რომ ამ ქვეყნიდან ვარ
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „სკაი სპორტის“ იტალიურ ბიუროსთან ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე, საქართველოსა და იტალიის სერია A-ში ყოფილი გუნდის, „ნაპოლის“ საჩემპ...
1747847573
ახალი ამბები14 ივნისიდან სამგზავრო მატარებელი ერევანი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით იმოძრავებს
ერევანი - ბათუმი - ერევნის სამგზავრო მატარებელი 14 ივნისიდან განახლდება - აღნიშნული მატარებლის მიმოსვლის შესახებ სს „საქართველოს რკინიგზამ“ ხელი მოაწერა შეთანხმებას სს „სამხრეთკავკასიის რკინიგზასთან“...
1747846875
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები გასულები არიან თავიანთი სუვერენიტეტიდან. სამწუხაროდ, გარკვეული თანამდებობის პირები დაემსგავსნენ იმ ბოლშევიკებს, რომლებსაც 1990-იან წლებში ვუთხარით უარი
ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები საერთოდ გასულები არიან თავიანთი სუვერენიტეტიდან, დაკარგული აქვთ, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ....
1747844850
საქართველომარკო რუბიომ საქართველოს შესახებ ჯო უილსონის კითხვას უპასუხა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა. ჯო უილსონი: ტრამპის ადმინისტრაციის მადლობელი ვარ მტკიცე პოზიციის გამო...
1747844443
ახალი ამბებინათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. ნათია თურნავამ მისიის წევრებს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის სა...