ოთარ კიტეიშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩემპიონები გავხდებით, ყველაფერი ჩვენს ხელშია

გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლოსწინა ტურში ვენის „რაპიდთან“ მარცხის (1:3) შემდეგ ისაუბრა.
მიუხედავად იმისა, რომ „შტურმი“ ჩემპიონი ჯერ ვერ გახდა და ამაზე ზრუნვა ბოლო ტურში მოუწევს, კიტეიშვილი მშვიდადაა, დარწმუნებულია, რომ ავსტრიის ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებენ.
„რა თქმა უნდა, ეს იმედგაცრუებაა, მაგრამ ვიცით, რა უნდა გავაუმჯობესოთ და ამას გავაკეთებთ. არ გვჭირდება საკუთარ თავზე ზეწოლა, ეს ის მომენტებია, რომლებისთვის უნდა ვიცხოვროთ, რომლებზეც ბავშვობაში ვოცნებობდით და ის მიზეზებია, რის გამოც ფეხბურთის თამაში დავიწყეთ. მიყვარს მსგავსი მომენტები. დარწმუნებული ვარ, ჩემპიონები გავხდებით, ყველაფერი ჩვენს ხელშია. საუკეთესო გზაა ბოლო ტურისთვის მოსამზადებლად ასეთ ვითარებაში ყოფნაა, მით უფრო, როცა შინ, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე უნდა ვითამაშოთ“, - აღნიშნა კიტეიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ „შტურმი“ 3-3 ქულით უსწრებს „ვოლფსბერგერსა“ და „აუსტრიას“. 24 მაისს, სწორედ „ვოლფსბერგერს“ უმასპინძლებს და ჩემპიონობისთვის ფრეც ეყოფა.
„შტურმი“ გასულ სეზონშიც ასეთ ვითარებაში იყო: ბოლოსწინა ტურში ქულები დაკარგა და ბოლო ტურში მოუწია საჩემპიონო თამაშის ჩატარება, მაშინ მიზანს მიაღწია. საინტერესოა, რომ ერთი წლის წინ „კლაგენფურტთან“ გადამწყვეტ შეხვედრაში კიტეიშვილმა დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა, თუმცა ამჯერად გუნდს დაეხმარება.
ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის ეგიდით 31 მატჩში 12 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. ის ზედიზედ მეორედ დასახელდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და ძალიან ახლოსაა, რომ ზედიზედ მეორედ გახდეს ავსტრიის ჩემპიონი, ხოლო ორჯერ ავსტრიის თასიც აქვს მოგებული.
1747669582
საზოგადოებაშარმანაშვილი ოპოზიციაზე: ადგილობრივი არჩევნების კიდევ ერთი ბოიკოტი მათთვის თვითგანადგურების ტოლფასი იქნება
„ჩვენ არა გვაქვს იმ ადამიანებთან საქმე, რომლებიც რაღაცას ჯინაზე აკეთებენ, ან თავისი მოსაზრებით სწორად აკეთებენ, ან არასწორად აკეთებენ - ეს არის ხალხი, რომელიც პირდაპირ ასრულებს ინსტრუქციებს. ამიტომ გ...
1747668656
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ მილოცვაში საქართველოსა და რუმინეთს შორის თანამშრომლ...
1747667809
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: ევროკომისიის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს ეკონომიკის ზრდა, სწორი ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა, ასევე უმუშევრობის შემცირების ტენდენციები
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ 2024 წელს საქართველოს ჰქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელმაც 9. 4% შეადგინა. დოკუმენტში ასევე საუბარია იმ სწორ ეკონომი...
1747662626
საზოგადოებადავით ჩიხელიძე: „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა. ბანკების აქციების მყიდველი „ბლექ როქია“, რომელიც გლობალური ძალების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს ერთი შეხედვით უწყინარი ტრანზაქცია, რეალურად, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა, რომლის...
1747662580
საზოგადოებაგენადი არველაძე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის გენერალურ მდივანს, კურტ ჯაგერს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (European Free Trade Association - EFTA) გენერალურ მდივანს, კურტ ჯაგერს შეხვდა. სამინისტრო...