გიორგი მამარდაშვილს საქართველოს 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო გადაეცა

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის შედეგად გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად დასახელდა.
საქართველოს ნაკრების მეკარე „ვალენსიის“ შემადგენლობაში „მესტალიაზე“ გამართული ბოლო საშინაო შეხვედრის შემდეგ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, გიგა გვენცაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ბიძინა ბარათაშვილმა დააჯილდოვეს. ვიზიტი სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრების გამოკითხვით, რომელშიც 75 ჟურნალისტი მონაწილეობდა, გიორგი მამარდაშვილმა 107 ქულა დააგროვა, 88 ქულით მეორე შედეგი ლაშა ბექაურს ჰქონდა, მესამე ადგილი კი 69 ქულით ლაშა ტალახაძემ დაიკავა, რომელიც საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად ექვსჯერ გახლდათ დასახელებული.
სპორტულ ჟრნალისტთა ასოციაციის გამოკითხვა 1964 წლიდან ტარდება და დღემდე მასში ფეხბურთელთაგან მხოლოდ სლავა მეტრეველმა (1964 წელი), მურთაზ ხურცილავამ (1967), რამაზ შენგელიამ (1981) და ხვიჩა კვარაცხელიამ (2023) გაიმარჯვეს.
გიორგი მამარდაშვილი (საქართველოს 2024 წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი): „მინდა, მადლობა გადავუხადო სპორტულ ჟურნალისტებს. ჩემთვის ეს ჯილდო ძალიან საპატიოა, მით უმეტეს, როცა ოლიმპიურ წელს გავხდი გამარჯვებული. დასაფასებელია ეს ყველაფერი და დიდი მადლობა მათ“.
გიგა გვენცაძე (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი): „შარშანდელი, ოლიმპიური წელი განსაკუთრებულად წარმატებული იყო ქართული სპორტისთვის. ასეთი სერიოზული კონკურენციის პირობებში, როდესაც ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები, საბედნიეროდ, მრავლად გვყავდა, გამარჯვება ალბათ განსაკუთრებით მისალოცია. მინდა, წარმატებები ვუსურვო გიორგის, რომელიც ქართული ფეხბურთის დიდი იმედია“.
1747817546
საზოგადოებაირაკლი რუხაძე: გიორგი თარგამაძე იყო საკმაოდ ძლევამოსილი ადამიანი იმ ამბავში, რომ ბადრიზე ჰქონდა პირდაპირ წვდომა, არ იყო გენერალური დირექტორი, მაგრამ იყო გენერალურ დირექტორზე ბევრად უფრო ძლიერი
„ბადრი [პატარკაციშვილი] სულ „იმედთან“ იჯდა. რომ ველაპარაკებოდი „ბორჯომზე“, რაღაც სხვა საქმეებზე, ორი ტელევიზორი ჰქონდა - ერთში „რუსთავი 2“ იყო ჩართული, მეორეში „იმედი“. უცებ გაგაჩერებდა, წავიდოდა, ახლ...
1747817051
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, ბრიუსელმა განმარტოს, გულისხმობს თუ არა ის „ევროპულ ღირებულებაში“ მისი დაფინანსებული პირების მიერ წარმოებულ ტერორს და აპირებს თუ არა, შეწყვიტოს მოძალადე და ძალადობის წამქეზებელი ჯგუფების მხარდაჭერა
ჩვენი საზოგადოება, უკვე კარგად გაერკვა იმაში, რომ როდესაც ბრიუსელიდან ხალხს მიმართავენ, ისინი რადიკალური ოპოზიციის და ენჯეოების მარგინალურ ჯგუფს გულისხმობენ, რომლებიც ევროპის სახელით, ხშირად კი ევროპუ...
1747816748
ახალი ამბებიკახა კალაძე ოპოზიციაზე: როგორ შეიძლება, პოლიტიკურ პარტიას, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, არჩევნებში გამარჯვების რაიმე შანსი ჰქონდეს
თბილისის მერმა, მედიასთან, მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხზე ისაუბრა. კახა კალაძის განმარტებით, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია რა გადაწყვეტილებას მიიღე...
1747815650
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ვერავის მივცემთ საშუალებას, რომ შავი, გაუმჭვირვალე ფულით, საქართველოში მოგვიწყონ რევოლუციები, ამას ვერ მოაწყობენ, მაგრამ მცდელობაც უნდა იყოს წინასწარ აღკვეთილი
ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ შავი ფულით, გაუმჭვირვალე ფულით, საქართველოში მოგვიწყონ რევოლუციები, ამას ვერ მოაწყობენ, მაგრამ მცდელობაც უნდა იყოს წინასწარ აღკვეთილი, - განაცხადა საქართველოს...
1747813546
საზოგადოებაირაკლი რუხაძე: ამერიკის საელჩოში დადიოდა ბატონი ნიკა გვარამია, ახლა რომ თავი მოაქვს როგორც მედიის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანად, უმტკიცებდა ამერიკის ელჩს, რომ მე ვარ დასაჭერი
ამერიკის საელჩოში დადიოდა ბატონი ნიკა გვარამია, ახლა რომ თავი მოაქვს როგორც მედიის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანად, უმტკიცებდა ამერიკის ელჩს, რომ მე ვარ დასაჭერი, - განაცხადა პარლამენტში დროებითი ს...