მაია ბითაძე: მარკო რუბიოს პასუხი, რომელიც დღეს საღამოს აიტაცა ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ხარობენ და ბედნიერები არიან, შეიძლება ითქვას, რომ არასწორად იყო ინტერპრეტირებული და კონტექსტიდან სრულიად ამოგლეჯილად ხდება ტირაჟირება

 მარკო რუბიოს პასუხი, რომელიც დღეს ამ საღამოს აიტაცა ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ხარობენ და ბედნიერები არიან, შეიძლება ითქვას, რომ არასწორად იყო ინტერპრეტირებული და კონტექსტიდან სრულიად ამოგლეჯილად ხდება ტირაჟირება მათი მედიასაშუალებების მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, ეს იყო პასუხი ჯო უილსონის, შეიძლება ითქვას პროვოკატორულ კითხვაზე, რომელიც სავსე და გაჯერებული იყო ცრუ ინფორმაციით.

„პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს არ იყო ის განცხადება, რომელ განცხადებასაც ჩვენი რადიკალები ასე წარმოგვიჩენენ, ამ ფორმით. ეს იყო პასუხი ჯო უილსონის, შეიძლება ითქვას პროვოკატორულ კითხვაზე, რომელიც სავსე და გაჯერებული იყო ცრუ ინფორმაციით, რომლის დეტალებში შესვლა არ ღირს უკვე იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ეს ადამიანი არათუ მხოლოდ ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, არამედ უშუალოდ არის ჩართული, პრაქტიკულად ქართული რადიკალური ოპოზიციის ყოველდღიურ რუტინულ სამუშაოებში და საქმიანობაში. შეიძლება ითქვას ბოლო ბასტიონია საერთაშორისო ასპარეზზე იმ აქტორებიდან, რომელიც ასეთი განსაკუთრებული რადიკალური განცხადებებით გამოირჩევა. ანტიქართულ განცხადებებს ვგულისხმობ.

მარკო რუბიოს პასუხი, რომელიც დღეს ამ საღამოს აიტაცა ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ხარობენ და ბედნიერები არიან, შეიძლება ითქვას, რომ არასწორად იყო ინტერპრეტირებული და კონტექსტიდან სრულიად ამოგლეჯილად ხდება ტირაჟირება მათი მედიასაშუალებების მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ ემსახურება იმას, რომ დამატებით, თუნდაც ოპოზიციაში გუშინდელ დაძაბულობის და ურთიერთბრალდებების გადასაფარად გამოიყენებენ დღეს. დაე, გაიხარონ დღეს საღამოს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ მარკო რუბიოს განცხადება ეხებოდა, პირველ რიგში, კარგად უნდა დავაკვირდეთ, ამერიკის ინტერესების საკითხს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი საუბრობს ამერიკის ინტერესებზე, რომელიც, რა თქმა უნდა, გადის ამერიკის უსაფრთხოებასა და ამერიკის ეკონომიკურ ინტერესებზე. ამ კუთხით გასცა მან პასუხი, რომ რეგიონში და რეგიონებში, ზოგადად თუ მთავრობები არის ანტიამერიკული, ისინი ამ საკითხზე დამატებით იმსჯელებენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოსთან მიმართებით და პრემიერის ღია წერილი ჩვენ გვახსოვს, ამერიკის შეერთებულ შტატებს პოზიცია ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ აქვს. იმ ძალიან გრძელ რიგში, რა საკითხებიც გადასაწყვეტი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს გლობალური მასშტაბით, საქართველოს ადგილიც ადრე თუ გვიან, გამოინახება“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747848544

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია - საქართველომ ყველაფერი მომცა, ვამაყობ, რომ ამ ქვეყნიდან ვარ

 „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „სკაი სპორტის“ იტალიურ ბიუროსთან ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე, საქართველოსა და იტალიის სერია A-ში ყოფილი გუნდის, „ნაპოლის“ საჩემპ...

ხვიჩა კვარაცხელია

1747847573

ახალი ამბები

14 ივნისიდან სამგზავრო მატარებელი ერევანი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით იმოძრავებს

 ერევანი - ბათუმი - ერევნის სამგზავრო მატარებელი 14 ივნისიდან განახლდება - აღნიშნული მატარებლის მიმოსვლის შესახებ სს „საქართველოს რკინიგზამ“ ხელი მოაწერა შეთანხმებას სს „სამხრეთკავკასიის რკინიგზასთან“...

ბათუმი თბილისი

1747846875

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები გასულები არიან თავიანთი სუვერენიტეტიდან. სამწუხაროდ, გარკვეული თანამდებობის პირები დაემსგავსნენ იმ ბოლშევიკებს, რომლებსაც 1990-იან წლებში ვუთხარით უარი

 ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები საერთოდ გასულები არიან თავიანთი სუვერენიტეტიდან, დაკარგული აქვთ, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ....

არჩილ გორდულაძე

1747844850

საქართველო

მარკო რუბიომ საქართველოს შესახებ ჯო უილსონის კითხვას უპასუხა

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა. ჯო უილსონი: ტრამპის ადმინისტრაციის მადლობელი ვარ მტკიცე პოზიციის გამო...

 მარკო რუბიო

1747844443

ახალი ამბები

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. ნათია თურნავამ მისიის წევრებს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის სა...

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა