მაია ნიკოლეიშვილი: ბულინგი ბავშვის თანდასწრებით მწარედ მახსოვს. ბულინგი კი არა, სააკაშვილის სპეცრაზმელების შემოვარდნა დილის 5 საათზე, როდესაც ყველას ეძინა და როდესაც ავტომატი იყო მოშვერილი ჩემსა და ჩემი 11 წლის ბავშვის მიმართ

ბულინგი ბავშვის თანდასწრებით ძალიან მწარედ მახსოვს, მე პირადად მაქვს გამოცდილი ეს. ისეთი ტრავმაა, ადამიანს ყოველთვის თან დაჰყვება - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა დეპუტატ მარიამ ლაშხის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს ადამიანები სპეციალურად აკეთებენ, რომ ბავშვები ტრავმირებულები იყვნენ.
„დარწმუნებული ვარ არ იციან, რომ სააკაშვილის დროს, ვისი გაგრძელებაც და ვისი სამართალმემკვიდრეებიც არიან, 14 წლიდან იყო ასაკი, როდესაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგებოდა. 14 წლამდე დაწია მიშამ ეს. გუშინ ვუსმენდი 19 წლის გოგონა დაიჭირეს. 19 წლის გოგონა თუ დაარღვევს კანონს როგორ არ უნდა დაიჭირო. იგივე მარიამ ლაშხთან დაკავშირებით. ბულინგი ბავშვის თანდასწრებით ძალიან მწარედ მახსოვს. მე პირადად მაქვს გამოცდილი ეს. ბულინგი კი არა, სწორედ სააკაშვილის სპეცრაზმელების შემოვარდნა დილის 5 საათზე, როდესაც ყველას ეძინა და როდესაც ავტომატი იყო მოშვერილი ჩემსა და ჩემი 11 წლის ბავშვის მიმართ. ეს არის საშინელება რატომ იცით? ეს არასდროს გადის, ეს ადამიანს არასდროს ავიწყდება. ეს ისეთი ტრავმაა, სამწუხაროდ ყოველთვის თან დაგყვება. კი შეიძლება იმუშაო ამაზე, მაგრამ მაინც მთელი ცხოვრება დაგყვება. ეს ადამიანები სპეციალურად აკეთებენ, რომ ბავშვები ტრავმირებულები იყვნენ. დედა და მამა გავიდეს პოლიტიკად.
ეს სპეციალურად კეთდება. ეს არის ომი წესების გარეშე და წესების გარეშე რატომ იცით? მათ ჩანერგილი აქვთ, რომ ყველაფერზე უნდა წავიდნენ, ყველაფერი უნდა იკადრონ, ოღონდ ადამიანები გამოიყვანონ მწყობრიდან. ოღონდ ადამიანები გვერდზე [პოლიტიკიდან] გაიყვანონ თუნდაც ამით“, - აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.
დეპუტატ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფისთვის ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო მაგდა მამუკაშვილს 4000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ.
1748847346
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: საქართველოში ქართველებმა გადაწყვიტეს, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ მზად ვართ ყველასთან ურთიერთობისთვის, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და გათვალისწინებით
„ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ყველასთან ღირსეულ, პარიტეტულ საფუძვლებზე აგებული ურთიერთობებისთვის“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილ...
1748845884
ახალი ამბებიპოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა - მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...
1748845081
ახალი ამბებიმტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს
მდინარე მტკვარზე აღებულ სინჯებში ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზე განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს თანამედროვე სტანდარტებითა და მაღალი სიზუსტის...
1748843880
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია „ფარას“ მსგავს კანონზე: ემსახურება ერთადერთს - ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურ დონეზე დაცული
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ამერიკული „ფარას“მსგავსი კანონი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას ემსახურება მიზნად. „ემსახურება ერთ...
1748842761
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: ცა და დედამიწა არის ის მდგომარეობა, რომელიც ციხეებში 2003-2012 წლებში იყო და ის მდგომარეობა, რაც არის დღეს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას გამოეხმაურა. მან ხაზი გაუსვა 2003-2012 წლებ...