პრეზიდენტი: ოკუპირებული ტერიტორიები მხოლოდ მშვიდობიანი პროცესის გზით უნდა რეინტეგრირდეს - ჩვენ ვიპოვით ძალას, რომ დავიწყოთ მათთან ურთიერთობის აღდგენა, რადგან ბევრი რამ გვაქვს საერთო

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ესპანურ გამოცემა El Mundo-სთვის მიცემულ ინტერვიუში გასულ თვეში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინის განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს [ოკუპირებული] ტერიტორიები მხოლოდ მშვიდობიანი პროცესის გზით უნდა რეინტეგრირდეს. იქ მცხოვრები ხალხი საუკუნეების მანძილზე ჩვენთან ერთად იყო. ჩვენ ვიპოვით ძალას, რომ დავიწყოთ მათთან ურთიერთობის აღდგენა, რადგან ბევრი რამ გვაქვს საერთო. ჩვენ არ გადავხედავთ ჩვენს პოზიციას ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რადგან ისინი საქართველოს უძველესი ისტორიული ტერიტორიებია. უნდა აღინიშნოს, რომ ამის გამო ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, და ეს პრინციპული საკითხია.

რა თქმა უნდა, ჩვენ გავაუმჯობესებთ ჩვენს დამოკიდებულებას მოსკოვის მიმართ, თუ ისინი განსხვავებულ ზომებს მიიღებენ. დასამალი არაფერია. ყოველივე დანარჩენი სპეკულაციაა, მაგალითად, რუსეთის ხელისუფლებასთან ჩვენი დაკავშირების მცდელობა. რა მიდგომა იქნება რუსეთისთვის სასარგებლო ამ შემთხვევაში? ისინი [დასავლეთი] ძლიერად ცდილობენ, აქ ხელისუფლება შეცვალონ და ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ.

მათ, ვისაც საქართველოს დესტაბილიზაცია სურს, უნდა ესმოდეთ, რომ ამ დესტაბილიზაციას სწორედ რუსეთი გამოიყენებს. რუსული არმია ჩვენგან 40 კილომეტრშია. [...] ჩვენ ვხედავთ რუსულ იმპერიალისტურ მისწრაფებას. მაგრამ როგორ აღვუდგეთ რუსეთს? სად ვიპოვოთ გამოსავალი? როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე ჰეგემონი ქვეყნის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა, თქვა: „ომი შეცდომა იყო. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ომი არ იქნებოდა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კითხვაზე, მსხვერპლი უკრაინაა. მაგრამ ვინ არის აგრესორი, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი!

„ეს ფაქტია. მაგრამ გვაქვს თუ არა ჩვენ, ან თქვენ, სიტუაციის შეცვლის ძალა? და აგრესიამდე, განა არ ვიცოდით უკვე, რომ რუსეთი ასეთი ძლიერი იყო?“, - დასძინა მიხეილ ყაველაშვილმა.

გასულ თვეში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748845884

ახალი ამბები

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა - მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...

 ნარკოდანაშაული

1748845081

ახალი ამბები

მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს

მდინარე მტკვარზე აღებულ სინჯებში ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზე განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს თანამედროვე სტანდარტებითა და მაღალი სიზუსტის...

მტკვრის დაცვის დღე

1748843880

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია „ფარას“ მსგავს კანონზე: ემსახურება ერთადერთს - ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურ დონეზე დაცული

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ამერიკული „ფარას“მსგავსი კანონი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას ემსახურება მიზნად. „ემსახურება ერთ...

კირცხალია

1748842761

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე: ცა და დედამიწა არის ის მდგომარეობა, რომელიც ციხეებში 2003-2012 წლებში იყო და ის მდგომარეობა, რაც არის დღეს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას გამოეხმაურა. მან ხაზი გაუსვა 2003-2012 წლებ...

გიორგი ჩაკვეტაძე

1748840774

ახალი ამბები

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს ხონში სასჯელაღსრულების ყოფილ დაწესებულებას მოინახულებენ

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს. კომისიის წევრები დღეს ხონში სასჯელაღსრულების ყოფილ დაწესებულებას მოინახულებენ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროინდელი სამარტოო სა...

დროებითი საგამოძიებო კომისია