მარიამ ლაშხი მასზე თავდასხმაზე: მოვალეობა და რაც მთავარია, დედის ინსტინქტი იყო ჩემი ოფიციალური საჩივრის საფუძველი

„ჩემი, როგორც პარლამენტის წევრისა და კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი ვალდებულებაა - უზრუნველვყო ბავშვთა კონსტიტუციური უფლებების დაცვა და საერთაშორისო იურისდიქციული სტანდარტების განხორციელება. სწორედ, ეს მოვალეობა და რაც მთავარია, დედის ინსტინქტი იყო ჩემი ოფიციალური საჩივრის საფუძველი“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა, რომელმაც მასზე თავდასხმის საკითხზე ისაუბრა.
მისივე განცხადებით, „ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების იურისდიქციაში, საჯარო მოხელეზე აგრესიული თავდასხმა 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, დამამძიმებელი გარემოებაა თუ ეს ხდება ოჯახის წევრებთან და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად!“
„ასევე, მოვისმინე ცრუ პარალელების გავლება სხვა დედებთან! არავინ გაბედოთ ჩემი შვილების მოძალადე კრიმინალებთან და რადიკალურ ექსტრემისტებთან შედარება! მე ვარ დედა 2 და 4 წლის მცირეწლოვნების, რომელთა ფუნდამენტური უფლებები უხეშად დაირღვა! მით უფრო, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით!
მაშინ, როდესაც რადიკალიზმის სისტემატური აღმოფხვრა მოხდება და ყველა მსგავს შემთხვევას ექნება ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება, სწორედ მაშინ მოხდება საზოგადოებრივი გაერთიანება, რაც ჩვენი ხელისუფლების სტრატეგიული პრიორიტეტია!
ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი შვილების მომავალი, ნამდვილად, გვაქვს კონსტიტუციურად დაცული! ამ ამორალობას ვერ და არ დავამკვიდრებთ საქართველოში! ჩვენი ბავშვები, ნამდვილად, იმსახურებენ უსაფრთხო და ღირსეულ მომავალს!“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
1748431762
საზოგადოებაბიძინა ივანიშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებას პასუხობს
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას პასუხობს. „დღეს გავრცელდა საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე 22...
1748431015
საზოგადოებალევან მახაშვილი: FARA-ს და მასთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა კანონმდებლობის მუშაობა ალბათ არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ახლაა
FARA-ს და მასთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა კანონმდებლობის მუშაობა ალბათ არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ახლაა - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა....
1748430942
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მისასალმებელია მილოცვის წერილი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპისგან მიხეილ ყაველაშვილის მისამართით იყო გაგზავნილი და მილოცვასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შინაარსი, რომელიც ჩადებული იყო ამ მილოცვაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიხეილ ყაველაშვილისთვის გამოგზავნილ, დამოუკიდებლობის დღის მილოცვის წერილს გამოეხმაურა. მან აღნიშ...
1748430152
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ბაჩიაშვილის დაკავებაზე: კანონდამრღვევები ჩვენს ქვეყანაში პასუხისმგებლობას ვერასდროს ვერ გაექცევიან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ამ ქვეყანაში სამართალდამრღვევები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. დეპუტატის თქმით, კონკრეტული ორგანოები კანონის აღსრულე...
1748428700
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: გომელაური თავის უფლება-მოვალეობას ასრულებდა მაღალი სტანდარტით, დარწმუნებულები ვართ, ახალი შს მინისტრი ამ საქმეს ძალიან მაღალ დონეზე გაუძღვება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ვახტანგ გომელაურის მიერ შს მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას და ახალი შს მინისტრად გელა გელაძის დანიშვნ...