მარიამ ქვრივიშვილი: მილიარდი ლარის ჯარიმის პატიება ენერგეტიკის სექტორისთვის არის ძალიან დიდი მხარდაჭერა, რადგან კომპანიები ამ თანხებს სრულად მოახმარენ უშუალოდ პროექტების განვითარებას
ჩვენი მოტივაცია არის ენერგეტიკის სექტორის ხელშეწყობა, შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ მილიარდი ლარის ჯარიმის პატიება კერძო სექტორისთვის არის ძალიან დიდი მხარდაჭერა, რამდენადაც ისინი ამ თანხებს სრულად მოახმარენ უშუალოდ ენერგეტიკული პროექტების განვითარებას და ამით აჩქარდება დადგმული სიმძლავრეებიც ყოველწლიურად, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
აღნიშნული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საუბრისას მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ ჯარიმების პატიება უპირობოდ არ ხდება.
„პირველი, რაზეც ვთანხმდებით და ამაზე საჯაროდ ვსაუბრობთ, არის ის, რომ მოხდება თითოეული პროექტის გადახედვა, საჭიროების შემთხვევაში, განისაზღვრება შესრულების ახალი ვადები, სადაც ორივე მხარე აიღებს პასუხისმგებლობას შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის, პერიოდებისა და პროცესის შესახებ. ამ ჯარიმების პატიების წინაპირობაში მთავარი ის არის, რომ თუ ინვესტორი თანხმდება ახალ ვადას და ამბობს, რომ გარკვეულ პერიოდში სრულად მოახდენს პროექტის ექსპლუატაციაში შეყვანას, ამ შემთხვევაში პატიება უპირობოა, თუმცა, თუ დაირღვევა ვალდებულება, მაშინ ნაპატიები ჯარიმა სრულად აღუდგება ინვესტორს და ასევე დაერიცხება ახალი პირგასამტეხლო, საურავი, რომელიც დაკავშირებული იქნება უშუალოდ ახალი ვადის დარღვევასთან“ - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პროცესის აქტიური მონიტორინგსა და კონტროლზე.
„სახელმწიფოს ძალიან ბევრი ფუნქციური ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის, ზედამხედველობით უზრუნველვყოთ ის, რომ მუდმივად ვიცოდეთ, რა ეტაპზეა პროექტები, რა სტატუსი აქვთ და გარკვეული პერიოდის შემდგომ არ აღმოვაჩინოთ, რომ რომელიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი დათქმული გეგმა-გრაფიკით არ ხორციელდება“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა ენერგეტიკის სექტორში ბოლო წლებში დაფიქსირებულ ტენდენციებსა და მიმდინარე წლის მოსალოდნელ შედეგებზე.
„გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საკმაოდ შემცირებული ტენდენცია გვქონდა. ბოლო სამი წლის მაგალითი რომ ავიღოთ, დაახლოებით 105 მეგავატი სიმძლავრეა შესული ექსპლუატაციაში, ხოლო მიმდინარე წელს ჯამურად შესულია ექსპლუატაციაში 104 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურები,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
1765720771
ახალი ამბებიპრემიერი: იუნესკოს მთავრობათაშორისი კომიტეტის მიერ ქართული ხორბლის კულტურის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანა არის მსოფლიო დონის აღიარება იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული
იუნესკოს მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტან...
1765716486
მსოფლიოგერმანიაში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მოწყობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს
გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მოწყობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან 3 მაროკოელი, ეგვიპტელი და სირიელი. არსებული ინფორმაციით, ისინი ბავარიაში, ერთ-ერთ საშობაო ბაზრ...
1765712090
ახალი ამბებიხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს - აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი და შიდა სასოფლო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო...
1765709335
მსოფლიობრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი: ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება გაუქმდა, კირ სტარმერი ორუელის დისტოპიურ რომანს „1984“ ინსტრუქციად მიიჩნევს
ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება გაუქმდა. პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ორუელის დისტოპიურ რომანს „1984“ ინსტრუქციად მიიჩნევს. თუ ხალხი თუთიყუშის მსგავსად არ იმეორებს ახალ ამბებს, როგორიცაა „ხალხი დაორს...
1765706350
მსოფლიორომის პაპი შესაძლოა, უკრაინას ეწვიოს - ვატიკანმა საორგანიზაციო გეგმა შეიმუშავა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან „კასტელ განდოლფოში“ გამართული შეხვედრიდან ოთხი დღის შემდეგ რომის პაპმა ლეო XIV-მ დაადასტურა, რომ მზადაა უკრაინაში ვიზიტისთვის, თუმცა უსაფრთხოების საკითხები ს...































