მარიამ ქვრივიშვილი - ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ მნიშვნელოვანი მიმართულებები: ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, ინვესტიციების ზრდა და თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან, ასევე ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთან და ენერგეტიკის მინისტრ ერლან აკენჟენოვთან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე საუბარი წარიმართა ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მთავარ ასპექტებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტებზე.

„ყაზახეთის რესპუბლიკაში ნაყოფიერი ვიზიტი შედგა, რომლის ფარგლებში ჩვენ შევეხეთ ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა ლოგისტიკა, ტრანსპორტი, მათ შორის ავიაცია, ტურიზმი, ინვესტიციების ზრდა და რაღა თქმა უნდა, თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. დავსახეთ საერთო გეგმები, განსაკუთრებით ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს დაკავშირებადობის ზრდას და ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გარდა ასევე რეგიონული სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ საკითხთა ვრცელი სპექტრი განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსკასპიური სატრანსპორტო ლოგისტიკური პროექტების მნიშვნელობაზე, მათ შორის „შუა დერეფნის“ მარშრუტის შემდგომი განვითარების და ამ პროცესში თანამშრომლობის საკითხებზე.

„ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიცაა მაგისტრალური გზების მშენებლობა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, ასევე თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის დაგეგმილი მშენებლობა. ორივე მხარე შევთანხმდით, რომ განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაიზარდოს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, ყაზახეთის მთავრობის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრებისას ორივე მხრიდან ხაზი გაესვა, რომ წლების განმავლობაში საქართველო და ყაზახეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან - ყაზახეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობის არსებული ჩარჩოები კიდევ უფრო გაფართოვდეს და სხვადასხვა სექტორული მიმართულებები მოიცვას, მათ შორის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის დარგები.

კერძოდ, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებს ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით.

როგორც ორივე მხრიდან აღინიშნა, ამ სექტორებში საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის კიდევ დიდი რესურსი არსებობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753122867

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - „დიფ სთეითის“ ხელწერა ყველა ქვეყანაში უცვლელია - როდესაც გინდა, დისკრედიტებულად გამოიყვანო პოლიტიკური ძალა, რომელიც არ მოგწონს, მარტივად აწებებ პრორუსის იარლიყს

„დიფ სთეითის“ ხელწერა ყველა ქვეყანაში უცვლელია - როდესაც გინდა, დისკრედიტებულად გამოიყვანო პოლიტიკური ძალა, რომელიც არ მოგწონს, მარტივად აწებებ პრორუსის იარლიყს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტ...

ირაკლი კობახიძე

1753119834

ახალი ამბები

თბილისის მერია: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ორხევის დასახლებაში სოციალური საცხოვრისიდან ოჯახები გამოყარეს და ღია ცის ქვეშ დატოვეს, არის ტყუილი

„ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, თითქოს ორხევის დასახლებაში არსებული სოციალური საცხოვრისიდან იქ მცხოვრები ოჯახები „გამოყარეს და ისინი ღია ცის ქვეშ დატოვეს“, არის სრული ტყუილი,“ - ა...

თბილისის მერია

1753116388

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ეს ოთხივე რადიკალური პარტია იმართება ერთი და იგივე ვერტიკალიდან, თუმცა თავისთავად მათ შიდა დაპირისპირება აქვთ, როგორც პარტიებს ერთმანეთში, ისე უშუალოდ ამ პარტიის წევრებსაც

„ეს ოთხივე რადიკალური პარტია იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალიდან, თუმცა თავისთავად მათ შიდა დაპირისპირება აქვთ როგორც ამ ოთხ პარტიას ერთმანეთში, ისე უშუალოდ ამ პარტიის წევრებსაც,“ - აცხადებს პარლამე...

ლევან მაჭავარიანი

1753114344

ახალი ამბები

გარე განათების სამუშაოების გამო, თბილისის სამ გვირაბში საავტომობილო მოძრაობა იზღუდება

გარე განათების სამუშაოების გამო, თბილისის სამ გვირაბში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში. განცხადების თანახმად, 22 ივლისს, 00:30 საათიდან 06:00...

ზოგადი

1753112822

ახალი ამბები

გიორგი ჩიმაკაძე - როგორც ჩანს სალომე ზურაბიშვილი აპირებს იტალიის ხელისუფლება დაარწმუნოს, რომ ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერონ

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი ჩიმაკაძე თავისი ოჯახის წევრის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ სალომე ზურაბიშვილმა პროტოკოლს დაავალა იტალიის მიმართულებით შეხვედრების ორგანიზება. მი...

გიორგი ჩიმაკაძე