შალვა პაპუაშვილი: როდესაც საქართველოს მიმართ ბრიუსელის პრეტენზიებში ვინმე სამართლიანობის რაიმე მარცვალს ეძებს, არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბრიუსელია, რომელმაც სააკაშვილის დემენცია გამოიგონა და დემარშებით ციხიდან მის დახსნას ცდილობდა

როდესაც საქართველოს მიმართ ბრიუსელის პრეტენზიებში ვინმე სამართლიანობის რაიმე მარცვალს ეძებს, არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბრიუსელია, რომელმაც სააკაშვილის დემენცია გამოიგონა და დემარშებით ციხიდან მის დახსნას ცდილობდა, სანამ სტრასბურგის სასამართლომ, ამ აფერას, ბოლო არ მოუღო, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
იგი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ სააკაშვილთან დაკავშირებით წარსულში გაკეთებულ განცხადებას აზიარებს და აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და მას შემდეგ, რაც „სააკაშვილი მსოფლიოში პირველი პაციენტი აღმოჩნდა, რომელიც დემენციისგან განიკურნა“, ბრიუსელის ან მისი ელჩის ბოდიში არავის მოუსმენია.
„თუმცა, სტრასბურგის სასამართლომდე იყო ბრიუსელის, თითქმის ორწლიანი თავდასხმა ქართულ სასამართლოზე, პროკურატურაზე, იუსტიციის სამინისტროზე, პარლამენტზე და მთლიანად ქართულ სახელმწიფოზე. იყო ბრიუსელის მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ყალბი სამედიცინო დასკვნები და „ხელისუფლება სააკაშვილს რუსეთის დავალებით კლავს“ კამპანიები. ზუსტად ისეთივე ყალბი და ისეთივე ბრიუსელიდან დაფინანსებული, როგორც დღეს.
მაგრამ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ და მას შემდეგ, რაც სააკაშვილი მსოფლიოში პირველი პაციენტი აღმოჩნდა, რომელიც დემენციისგან განიკურნა, ვინმეს ბრიუსელის ან მისი ელჩის ბოდიში მოგისმენიათ? რაიმე, სინანულის მსგავსი, რომ ცილს გვწამებდნენ? არა.
შედეგად, ბრიუსელის მაშინელი სიყალბის გატარებამ დღევანდელი სიყალბე წარმოშვა“, - წერს პაპუაშვილი.
1753105862
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მთავარია, ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით
მთავარია, ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. აღნიშნულით პაპუაშვილი საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემო...
1753104535
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7113 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7118 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1753102805
ახალი ამბებისაპატრიარქო: ბოლო პერიოდში ევროსაბჭოს მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსი ქართველი საზოგადოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს
„სამწუხაროდ, ევროკავშირის ბოლო რეკომენდაციები დღეს უკვე ღიად ურთიერთშეუთავსებელ პოზიციაში წარმოაჩენს, ერთი მხრივ, ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერას და მოზარდების ლგბტ პროპაგანდისაგან დაცვას, მეორე მხრივ...
1753097879
ახალი ამბებიპაპუაშვილი გაბარდის განცხადებაზე: დადასტურდა, რომ ვინც არ მოგწონს, მისთვის „პრორუსულის“ იარლიყის მიწებება და ამაზე პარაზიტირება ერთი პროპაგანდისტული ხაზია, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლება „დიფ სთეითს“ უწოდებს
დადასტურდა, რომ ვინც არ მოგწონს, მისთვის „პრორუსულის“ და რაც არ მოგწონს, იმისთვის „რუსულის“ იარლიყის მიწებება და ამაზე პარაზიტირება ერთი ცენტრიდან მართული პროპაგანდისტული ხაზია, რომელსაც აშშ-ის ხელის...
1753095971
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატები ცდილობენ, ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის მექანიზმად გამოყენებით ქაოსური ფონი შექმნან, რომ იქნებ დაძაბულობა იქამდე მივიდეს, რევოლუცია მოხდეს ქვეყანაში
„ევრობიუროკრატები ცდილობენ, ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის მექანიზმად გამოყენებით მეტი აჟიოტაჟი შემოიტანონ საზოგადოებაში და იქნებ დაძაბულობა იქამდე მივიდეს, რევოლუცია მოხდეს ქვეყანაში“, - ამის შესახებ ფ...