აჭარაში მნიშვნელოვანი ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

გადაცემაში „იმედის კვირა“ აჭარაში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.
ხელისუფლების სწორი და მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკის შედეგად, პოზიტიური მოლოდინებია აჭარაში ეკონომიკური ზრდის მიმართულებით.
2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით აჭარაში ბიზნეს სექტორის მაჩვენებელმა 2,8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 21 პროცენტით აღემატება.
სულხან თამაზაშვილი განმარტავს, რომ უკვე დაგეგმილი ან დაწყებული პროექტების წარმატებით განხორციელება და ბოლომდე მიყვანა, მისი სტრატეგიული საზრუნავია.
მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი - „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მშენებლობა.
„ბათუმის შემოსასვლელში მშენებარე „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ არის ინოვაციური პროექტი, რომელიც შედგება ორი ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შერწყმისგან, სადაც მოეწყობა გასართობი, ტურისტული ინფრასტრუქტურა, იქნება პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კორპუსები და სასტუმროები. ეს, მოგეხსენებათ,
მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
მნიშვნელოვანია EMAAR ჯგუფის მიერ ხელმოწერილი ინვესტიციის განხორციელება, აჭარაში ახალი პროექტები მოიტანს დამატებით, გაზრდილ შემოსავალს აჭარის ბიუჯეტში და საშუალებას მისცემს მთავრობას კიდევ უფრო მეტი სასარგებლო პროექტი დააფინანსოს.
ასევე, მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აქვს ამბიციური გეგმა ქობულეთს აღუდგინოს ტურისტული ჰაბის სტატუსი: „ქობულეთს ზოგადად, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მე ვთვლი, რომ აქ გვაკლია მსოფლიო დონის მსხვილი, ბრენდული სასტუმროები. ძალიან საინტერესო ინვესტორებთან ვართ მოლაპარაკების პროცესში. ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ ქობულეთმა აღიდგინოს ტურისტული ჰაბის სტატუსი“.
1753105862
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მთავარია, ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით
მთავარია, ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. აღნიშნულით პაპუაშვილი საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემო...
1753104535
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7113 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7118 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1753102805
ახალი ამბებისაპატრიარქო: ბოლო პერიოდში ევროსაბჭოს მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსი ქართველი საზოგადოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს
„სამწუხაროდ, ევროკავშირის ბოლო რეკომენდაციები დღეს უკვე ღიად ურთიერთშეუთავსებელ პოზიციაში წარმოაჩენს, ერთი მხრივ, ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერას და მოზარდების ლგბტ პროპაგანდისაგან დაცვას, მეორე მხრივ...
1753097879
ახალი ამბებიპაპუაშვილი გაბარდის განცხადებაზე: დადასტურდა, რომ ვინც არ მოგწონს, მისთვის „პრორუსულის“ იარლიყის მიწებება და ამაზე პარაზიტირება ერთი პროპაგანდისტული ხაზია, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლება „დიფ სთეითს“ უწოდებს
დადასტურდა, რომ ვინც არ მოგწონს, მისთვის „პრორუსულის“ და რაც არ მოგწონს, იმისთვის „რუსულის“ იარლიყის მიწებება და ამაზე პარაზიტირება ერთი ცენტრიდან მართული პროპაგანდისტული ხაზია, რომელსაც აშშ-ის ხელის...
1753095971
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატები ცდილობენ, ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის მექანიზმად გამოყენებით ქაოსური ფონი შექმნან, რომ იქნებ დაძაბულობა იქამდე მივიდეს, რევოლუცია მოხდეს ქვეყანაში
„ევრობიუროკრატები ცდილობენ, ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის მექანიზმად გამოყენებით მეტი აჟიოტაჟი შემოიტანონ საზოგადოებაში და იქნებ დაძაბულობა იქამდე მივიდეს, რევოლუცია მოხდეს ქვეყანაში“, - ამის შესახებ ფ...