საარჩევნო საკითხებზე მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ორგანიზებით საარჩევნო საკითხებზე მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარემ დიმიტრი გვრიტიშვილმა გახსნეს.
საერთო სასამართლოების ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი მოსამართლეებისთვის სამუშაო შეხვედრა 4 ოქტომბერს გასამართ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებით გაიმართა. მონაწილეებმა ორი დღის განმავლობაში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები, ცვლილებები კანონმდებლობაში, ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის შედეგები, საარჩევნო დავებთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა და სხვა.
ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა იმ სტრატეგიულ მიმართულებებზე, რომლებიც უკავშირდება კენჭისყრის პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალე და ინოვაციური გზით წარმართვას. ასევე, მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა მიმოიხილა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული აქტები, რომლებიც ეხება ტექნოლოგიების რეგულაციას და მათი სამართლებრივი ჩარჩოს განვითარებას. მისი პრეზენტაცია დაეფუძნა პრაქტიკულ მაგალითებსა და აუდიტის შედეგებს, რაც მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს სასამართლოსთვის დავების განხილვისას.
„ძალიან კარგ ტრადიციად და პრაქტიკად ჩამოყალიბდა ყოველი არჩევნების წინ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველ მოსამართლეებთან საინფორმაციო სამუშაო შეხვედრის გამართვა, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. შეხვედრის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა მოსამართლეებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია უკანასკნელი საკანონმდებლო თუ ცესკოს დონეზე მიღებული ნორმატიული ბაზის, ასევე, ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენების შესახებ, ამასთან ვიმსჯელეთ და განვიხილეთ საარჩევნო დავების განხილვის პრაქტიკა,“ - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
თავის მხრივ ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმა:
„უკვე ტრადიციად დამკვიდრებული ეს შეხვედრები, რომელიც ყოველი არჩევნების წინ იმართება, არის ორმხრივად პროდუქტიული როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის, ისე ჩემი კოლეგებისთვის, მოსამართლეებისთვის, რათა სათანადოდ სწორად აღსრულდეს მართლმსაჯულების პროცესი,” - აღნიშნა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მიმოიხილეს საარჩევნო დავებთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკაც. აღნიშნულ საკითხზე მონაწილეებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი ესაუბრა.
ორდღიანი სამუშაო შეხვედრა 19-20 ივლისს წინანდალში გაიმართა და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დემონსტრირებისას პრაქტიკაში ენახათ ის სიახლეები, რომელიც საარჩევნო აპარატებს უკავშირდება.
1753122867
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - „დიფ სთეითის“ ხელწერა ყველა ქვეყანაში უცვლელია - როდესაც გინდა, დისკრედიტებულად გამოიყვანო პოლიტიკური ძალა, რომელიც არ მოგწონს, მარტივად აწებებ პრორუსის იარლიყს
„დიფ სთეითის“ ხელწერა ყველა ქვეყანაში უცვლელია - როდესაც გინდა, დისკრედიტებულად გამოიყვანო პოლიტიკური ძალა, რომელიც არ მოგწონს, მარტივად აწებებ პრორუსის იარლიყს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტ...
1753119834
ახალი ამბებითბილისის მერია: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ორხევის დასახლებაში სოციალური საცხოვრისიდან ოჯახები გამოყარეს და ღია ცის ქვეშ დატოვეს, არის ტყუილი
„ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, თითქოს ორხევის დასახლებაში არსებული სოციალური საცხოვრისიდან იქ მცხოვრები ოჯახები „გამოყარეს და ისინი ღია ცის ქვეშ დატოვეს“, არის სრული ტყუილი,“ - ა...
1753117713
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი - ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ მნიშვნელოვანი მიმართულებები: ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, ინვესტიციების ზრდა და თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან, ასევე ტრანსპორტის მ...
1753116388
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ეს ოთხივე რადიკალური პარტია იმართება ერთი და იგივე ვერტიკალიდან, თუმცა თავისთავად მათ შიდა დაპირისპირება აქვთ, როგორც პარტიებს ერთმანეთში, ისე უშუალოდ ამ პარტიის წევრებსაც
„ეს ოთხივე რადიკალური პარტია იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალიდან, თუმცა თავისთავად მათ შიდა დაპირისპირება აქვთ როგორც ამ ოთხ პარტიას ერთმანეთში, ისე უშუალოდ ამ პარტიის წევრებსაც,“ - აცხადებს პარლამე...
1753114344
ახალი ამბებიგარე განათების სამუშაოების გამო, თბილისის სამ გვირაბში საავტომობილო მოძრაობა იზღუდება
გარე განათების სამუშაოების გამო, თბილისის სამ გვირაბში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში. განცხადების თანახმად, 22 ივლისს, 00:30 საათიდან 06:00...