ნინო წილოსანი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე: ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან დროული და შეიძლება ითქვას დაგვიანებულიც კი იყო ამ კანონის შემოღება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის მიღება დროულია, რადგან მავნე ოპოზიციური პარტიები სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამონგრევას ცდილობენ.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები და მათი აქტივისტები თავიანთი ქმედებებით ცდილობენ ხელი შეუშალონ მოსამართლეებს ობიექტური და სამართლიანი განაჩენის გამოტანაში.
„მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ჩვენ ვადევნებთ თვალს ჩვენი მავნებელი ოპონენტები როგორ ცდილობენ ინსტიტუციების დანგრევას, ჩამოშლას, მათ საქმიანობისთვის ხელის შეშლას. მათ შორის, ის, რაც ამ პერიოდის განმავლობაში სასამართლოს დარბაზებში, სასამართლო პროცესებზე ხდებოდა, ეს არის სასამართლო სისტემაზე დარტყმა, მოსამართლეებისთვის ობიექტური და სამართლიანი განაჩენის გამოტანაში ხელის შეშლა.
რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ის მაგალითზეც რომ ავიღოთ, სადაც აუდიო, ვიდეო გადაღება იკრძალება და ადამიანები სხედან და ჩანახატებს აკეთებენ იმ პროცესის ვიზუალიზაციის გამოსახატავად. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან დროული და კიდევ შეიძლება ითქვას, დაგვიანებულიც კი იყო“, - აღნიშნავს წილოსანი.
1750869878
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს, კანონმა დაადგინა, რომ თუ არ მოდიხარ იქ, სადაც შენ პასუხები უნდა გასცე კითხვებს, მაშინ რეაგირება არის ასეთი, როგორიც მოხდა
ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს. კანონმა დაადგინა, რომ თუ არ მოდიხარ იქ, სადაც შენ პასუხები უნდა გასცე კითხვებს, მაშინ რეაგირება არის ასეთი, როგორიც მოხდა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" დიასპორისა...
1750868404
ახალი ამბებილაგოდეხში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 1 ადამიანი მოკლეს
კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში პატარა ბაზრის მიმდებარედ მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 1 ადამიანი მოკლეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველე...
1750867925
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივა საზოგადოების საჭიროებების მიმართ სრულად რელევანტურია
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამასთან დაკავშირებით, საზოგადოების საჭიროებების მიმართ სრულად რელევანტურია. ეს ერთმნიშვნელოვნად დადებითი პროექტია და არავითარი სპეკულაციის საფუ...
1750864771
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: კატასტროფაა, რომ ევროკავშირის დროშით, დღეს, სიძულვილი და ძალადობა ითესება
„კატასტროფაა, რომ ევროკავშირის დროშით, დღეს, სიძულვილი და ძალადობა ითესება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და იმ ვიდეოკადრებს ეხმაურება, სადა...
1750863101
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: ძალიან კარგი ინიციატივა ჰქონდა დღეს პრემიერ-მინისტრს, ერთ-ერთი ისტორიულიც იმიტომ, რომ ჩვენ ბოლოდროინდელმა ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ სამწუხაროდ, შედეგი ვერ მოგვცა
ძალიან კარგი ინიციატივა ჰქონდა დღეს პრემიერ-მინისტრს,. მე ვიტყოდი, ერთ-ერთი ისტორიულიც იმიტომ, რომ ჩვენ ბოლოდროინდელმა ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ სამწუხაროდ, შედეგი ვერ მოგვცა, - განაცხადა დიასპორისა...