ილია მეორე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქ იოანე მეათეს დამასკოში, წმინდა ელია წინასწარმეტყველის ტაძარში ტერორისტული აქტის გამო უსამძიმრებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს იოანე მეათეს დამასკოში, წმინდა ელია წინასწარმეტყველის ტაძარში ტერორისტული აქტის გამო უსამძიმრებს.
ილია მეორის წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს უნეტარეს იოანე X-ს. თქვენო უწმინდესობავ, ღრმა მწუხარებითა და უდიდესი გულისტკივილით შევიტყვეთ ცნობა დამასკოში, წმინდა ელია წინასწარმეტყველის ტაძარში, მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ, რომელსაც 20-ზე მეტი მართლმორწმუნე ქრისტიანი შეეწირა და მრავალი დაშავდა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ქართველი ერისა და პირადად ჩემი სახელით სამძიმარს გიცხადებთ თქვენ და თქვენს სამწყსოს და გთხოვთ, ჩვენი თანადგომა გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
ტერორიზმი დაუშვებელი და მიუღებელია ცივილიზებული საზოგადოებისათვის.
სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სავსეა ტკივილითა და მწუხარებით, მაგრამ გვანუგეშებს მაცხოვრის სიტყვები: – „მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“. (მთ.28:20)
ამ რწმენით, ამ იმედით განამტკიცოს უფალმა თქვენი სამწყსო და კვლავაც მოგმადლოთ ძალა ჭეშმარიტების ერთგულებისა და ამ გზით დაუბრკოლებელი სვლისა. ვლოცულობთ დაშავებულთა გამოჯანმრთელებისა და მშვიდობისათვის როგორც თქვენს ქვეყანაში, ისე მსოფლიოში“, - აღნიშნულია საქართველოს პატრიარქი სამძიმრის წერილში.
1750877357
ახალი ამბებიგოგიტა თოდრაძე: თბილისის გარდა სამი რეგიონია გამოკვეთილი, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი
დღეს გამოვაქვეყნეთ მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც, წინა აღწერასთან, ანუ 2014 წელთან შედარებით მოსახლეობის რიცხოვნობა 5, 4 პროცენტით არის გაზრდილი, დაახლოებით, 200 ათასი კაცი...
1750874136
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ქართველი ხალხის მიერ არჩევნებზე გამოხატული ნების უგულებელყოფამ მიიყვანა ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე
„ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი ამ ე.წ. ოპოზიციას რა პოზიცია ექნება არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი - არჩევნების უგულებელყოფა და არჩევნებზე გამოხატული ქართველი ხალხის ნების უგულებელყო...
1750872125
ახალი ამბებისროლა ბათუმში - გავრცელებული ცნობით, დაჭრილია 1 ადამიანი
ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია 1 ადამიანი. დაჭრილი პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფ...
1750871181
მსოფლიოტრამპი: მომავალ კვირაში ირანთან საუბარს ვაპირებთ, შესაძლოა, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული მხარე მომავალ კვირას შეხვდება ირანს პოტენციური „ბირთვული შეთანხმების“ განსახილველად. ტრამპს მიაჩნია, რომ ირანს აქვს ნავთობის უპირატესობა, თუმ...
1750869878
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს, კანონმა დაადგინა, რომ თუ არ მოდიხარ იქ, სადაც შენ პასუხები უნდა გასცე კითხვებს, მაშინ რეაგირება არის ასეთი, როგორიც მოხდა
ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს. კანონმა დაადგინა, რომ თუ არ მოდიხარ იქ, სადაც შენ პასუხები უნდა გასცე კითხვებს, მაშინ რეაგირება არის ასეთი, როგორიც მოხდა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" დიასპორისა...