პრემიერი: ნარკოტიკული დანაშაულისა და ნარკოტიკების რეალიზატორების წინააღმდეგ ხელისუფლება იქნება უკომპრომისო, მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს ჩატარებული ძალიან წარმატებული სპეციალური ოპერაციისთვის

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს ჩატარებული, ძალიან წარმატებული სპეციალური ოპერაციისთვის, ნარკოტიკული დანაშაულისა და ნარკოტიკების რეალიზატორების წინააღმდეგ ხელისუფლება იქნება უკომპრომისო, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერის თქმით, გელა გელაძის მინისტრად დანიშვნიდან თვეზე ნაკლებია გასული და ამ პერიოდის განმავლობაში მან შეძლო 300 კგ. ჰეროინის ამოღება, დღეს კი ნარკოტიკული საშუალებების 18 მსხვილი რეალიზატორი იქნა დაკავებული.
„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს ჩატარებული, ძალიან წარმატებული სპეციალური ოპერაციისთვის. როდესაც ბატონი გელა გელაძე ინიშნებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად, ჩვენ შევჯერდით, რომ ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლა გახდებოდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და როგორც ხედავთ, შინაგან საქმეთა მინისტრი ამ მისიას ძალიან წარმატებით ასრულებს. მინისტრად მისი დანიშვნიდან თვეზე ნაკლებია გასული და, ამ პერიოდის განმავლობაში, მან შეძლო უპრეცედენტო რაოდენობის - 300 კგ. ჰეროინის ამოღება. დღეს კი, როგორც მოგეხსენებათ, დაკავებულ იქნა ნარკოტიკული საშუალებების 18 მსხვილი რეალიზატორი. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გელა გელაძეს, ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო შს მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ რონი მესხს, მადლობას ვუხდი ამ რთულ სპეციალურ ოპერაციაში ჩართულ თითოეულ პოლიციელსა და სპეცრაზმელს ოპერაციის უმაღლეს დონეზე დაგეგმვისა და ჩატარებისთვის. ნარკოტიკული დანაშაულისა და ნარკოტიკების რეალიზატორების წინააღმდეგ ხელისუფლება იქნება უკომპრომისო, ჩვენ ვერავის მივცემთ ჩვენი თანამოქალაქეების, განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდების მოწამვლის შესაძლებლობას. შესაბამისად, გაგრძელდება ქმედითი ზომების მიღება შესაბამისი დანაშაულების აღსაკვეთად. მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობაში შევა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რასთან დაკავშირებითაც ხვალ დეტალურ ინფორმაციას გაგიზიარებთ“, - განაცხადა პრემიერმა.
1750843651
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნაზე: მამული, ენა სარწმუნოება, ჩვენი წინაპრები ამას ეწირებოდნენ - წარმოუდგენელია და შეუძლებელია თავისუფლება ამ ტრიადის გარეშე
„მამული, ენა სარწმუნოება, ჩვენი წინაპრები ამას ეწირებოდნენ - წარმოუდგენელია და შეუძლებელია თავისუფლება ამ ტრიადის გარეშე“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „ჯარის ბანაკის“ გა...
1750840516
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა მინისტრი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ეწვია
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, მოადგილესთან, გიორგი ბუთხუზთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ეწვია. გეკა გელაძე ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და „112“-ის ინფრასტრუქტუ...
1750798668
ახალი ამბებიისრაელში საქართველოს საელჩო: ისრაელის აეროპორტების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპორტები უბრუნდებიან სრული დატვირთვით ფუნქციონირებას
ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელის საჰაერო სივრცის გახსნათან დაკავშირებით, ისრაელის აეროპორტების ხელმძღვანელობის განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპო...
1750797939
ახალი ამბებინეთანიაჰუ: ჩვენ ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ
ჩვენ ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისტორიული მოვლენა - აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმები ისრაელის მხარდასაჭერად - „იმ...
1750796302
ახალი ამბებინანა კაკაბაძე: შიდა და გარე ძალების სიმბიოზი საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს თესავს, თან ირწმუნებიან, რომ მათი მარცხის მიზეზი ფსევდო ლიბერალური ძალების ერთობის ნაკლებობაა, სინამდვილეში სიმართლის დეფიციტი აქვთ
სიცრუეზე დაფუძნებული შიდა და გარე ძალების სიმბიოზი სულ უფრო მეტად თესავს საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს. თან ხალხს არწმუნებენ, რომ მათი მარცხის მიზეზი ყოველ ჯერზე ფსევდო ლიბერალური ძალების ერთობ...