პაატა სალია: 2012 წლის მერე პენიტენციური სისტემა რადიკალურად შეიცვალა; თვისებრივად განსხვავებული პენიტენციური სისტემა გვაქვს, რომელიც ორიენტირებულია როგორც სასჯელის აღსრულებასა და უსაფრთხოებაზე, ისე ადამიანის ღირსებაზე, ადამიანის უფლებებზე

„გახსოვთ თქვენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც მოხდა ხელისუფლების ცვლილება საქართველოში, იყო სწორედ ის სისტემური პრობლემები, და რაც იყო მაშინ, იმ დროს მოქმედ პენიტენციურ სისტემაში და 2012 წლის მერე ეს სისტემა რადიკალურად შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ თვისებრივად განსხვავებული პენიტენციური სისტემა გვაქვს დღეს, რომელიც ორიენტირებულია როგორც, რა თქმა უნდა, სასჯელის აღსრულებაზე, უსაფრთხოებაზე და, ასევე, ადამიანის ღირსებაზე, ადამიანის უფლებებზე და ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავი არის ის, რომ პატიმარი როცა მოიხდის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, საზოგადოებას სრულყოფილ წევრად დაუბრუნდეს, და ამისათვის არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა, დაწყებული პენიტენციური კოდექსის ცვლილებიდან, ზოგადად, ინფრასტრუქტურის განვითარებით, სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვით და მრავალი სერვისის შეტანით დაწესებულებებში“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, გასულ წელს პენიტენციურ დაწესებულებებში კვების პრობლემაზე საუბრები გაზვიადებული იყო.

„მოგეხსენებათ, რომ ფაქტობრივად ერთი წელი გრძელდებოდა საუბრები იმაზე, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში კვებასთან დაკავშირებული პრობლემები იყო. გარკვეულწილად, არსებობდა პრობლემები, მაგრამ ძალიან გაზვიადებული იყო ის, რასაც მედიით იგებდა მაყურებელი, თუმცა, ეს პრობლემებიც აღმოიფხვრა... ჩვენ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ 2012 წლის შემდგომ და დაგეგმილია, რომ ძველი ტიპის ნახევრად ღია დაწესებულებები თანდათანობით დაიხუროს და სრულად გადავიდეთ თანამედროვე სტანდარტების მქონე მცირე ზომის დაწესებულებებზე, სადაც უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ პატიმრებს, რომ მიიღონ განათლება, დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას და, შესაბამისად, როგორც აღვნიშნე ,სრულყოფილ წევრებად დაუბრუნდნენ საზოგადოებას“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

მინისტრმა, ასევე, ისაუბრა სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

„უახლოეს პერიოდში რუსთავში ვხსნით 150 პატიმარზე გათვლილ დაწესებულებას, ასევე, რამდენიმე დაწესებულება გვინდა, გავხსნათ იმისათვის, რომ ისეთი დაწესებულებები, სადაც, დაახლოებით, 2000-3000 ადამიანია, ისინი გადანაწილდნენ და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ზოგადად, ნაკლები პატიმარი იყოს პენიტენციურ დაწესებულებებში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793214784

ახალი ამბები

პაატა სალია დავითაძის საქმეზე: ეს იყო პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, რასაც შესაძლოა შემდგომ არეულობა​ მოჰყოლოდა

„ღამის კურიერის“ ეთერში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. პაატა სალიას განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აჟიოტაჟი, გარკვეულწილა...

პაატა სალია

1793214224

ახალი ამბები

პაატა სალია: სადამსჯელო სისტემის შემქმნელი ადამიანები და მათი მიმდევრები ცდილობენ, დაგვადანაშაულონ, რომ ჩვენთან სისტემური ხასიათი აქვს ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობას

„დესტაბილიზაციის მცდელობების უკან დგანან ის ადამიანები, რომელთა შექმნილია იყო სადამსჯელო სისტემა“, - განაცხადა „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრისას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა. პაატა სალიას თქმით, ევ...

პაატა სალია

1793212835

ახალი ამბები

პაატა სალია: იმ პერიოდიდან, რაც იუსტიციის მინისტრად დავინიშნე, არ განელებულა კამპანია, რომლის მიზანიც დისკრედიტაციაა

ბოლო კვირებში პენიტენციურ სისტემაში მომხდარმა რამდენიმე შემთხვევამ პატიმართა უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის საკითხი დააყენა. რამდენად ეფექტიანია კონტროლი ციხეებში და ვინ აგებს პასუხს პატიმრების უფლ...

პაატა სალია

1793210283

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა

„დღეს ნიკა გვარამია იმას კი არ ამტკიცებდა თუ რატომ არ არის მისი პარტია არაკონსტიტუციური, არამედ ყალბი ინფორმაციისა და დემაგოგიის გამოყენებით „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციურობის დამტკიცებას ცდილობდა“...

არჩილ გორდულაძე:

1793208773

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ეხმიანება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნავს, რ...

არჩილ გორდულაძე